31 ოქტ 2019 19:18 1546

"მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება, ანუ სულიერი და ფიზიკური"

 

 

 

 

საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა:

 

"ბოროტმა თავისი გამოვლინება სრულად დღეს ვიხილეთ ჩვენ, როდესაც ფარდა აეხადა იმ გარემოებას, რომ მე როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდა მოკვდინება პატრიარქის, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორად ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი. უბრალოდ მე საჯაროდ ვერც გავიმეორებდი და ღმერთმა დამიფაროს ის სიტყვები, ის ცილისწამება, ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მან იკადრა, მაშინ მეთქვა. მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება,  ანუ სულიერი და ფიზიკური.

შეიძლებოდა ელემენტარულად გულიც კი გასკდომოდა იმ ცილისწამებისათვის, იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელიც მან, იმ ბოროტმა, ვერ დაითმინა და მისი ბაგეებიდან ათქმევინა სწორედ ეს.

ამ სიბინძურეს თავისი დედაოებით, თავისი დამქაშებით, მრევლით, ის აპირებდა რამდენიმე წლის უკან, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი შეერყია, დედა ეკლესიის ავტორიტეტი შეერყია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია.

არ ვიცი რის და ვის მიზანს ემსახურება, მაგრამ მას ალბათ ამოძრავებდა პირადი ამბიციები ან გარკვეული ძალები აშანტაჟებდნენ ან აიძულებდნენ.

ჩემი სიტყვები დღეს გამართლდა. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელიც მე 2 წლის წინ დავაფიქსირე და დღეს დადასტურდა, რომ ეს არის ბოროტი, ბოროტება, რომელმაც საბოლოოდ გამოვლინება ჰპოვა."