02 ნოე 2019 13:24 8298

„ეპიკოპოსების 80%-ი ჩემს თვალში არიან ანაფორაში გამოწყობილი სატანები!“

 

 

მსახიობი გივი სიხარულიძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება.

“ყველას უნდა, რომ ქართული ეკლესია დაიშალოს და ქართველი კაცის ცნობიერებიდან ქრისტეს მოძღვრება წაიშალოს. ამაზე ფიქრობს, ოპოზიციაც, პოზიციაც და თავად სამღვდელოება.

ეს არის მეორედ მოსვლა და თუ ქრისტიანობა არ იქნება, ქვეყანაც აღარ იქნება. თუ სამშობლო გიყვარს, მაშინ ქრისტიანობაც უნდა გინდოდეს. როცა შაჰ-აბასი ქეთევან დედოფალს აწამებდა, ამას უყურებდა მთელი მსოფლიო.

ქეთევან დედოფალი ეწამა, მაგრამ თავისი მრწამსით, თავისი ქალობით ქრისტიანობაც შეინარჩუნა და უამრვი ადამიანი ქრიატანად მოაქცია.

ახლ რა ხდება, ერთმანეთს დაერივნენ, ყველა თავის კეთილდღეობისთვის, სიმდიდრისთვის იბრძვის, აღარც ქრისტე ახსოვთ და არც პატრიარქი.

ეს ეპიკოპოსები, ყველა არა, მაგრამ 80%-ი ჩემს თვალში არიან ანაფორაში გამოწყობილი სატანები.

როგორ განვითარდება მოვლენები ვერ გეტყვით. ილია მეორე ბრძენი კაცია, პატიოსანი და კეთილშობილი, მაგრამ ხანიდან და ჯანიდან გამომდინარე ის ენერგია აღარ აქვს, რომ ეს ყველაფერი დაალაგოს. ძნელია, როცა შენს გარშემო ამხელა ჯოჯოხეთია მოწყობილი, სამოხე მოაწყო” – განაცხადა გივი სიხარულიძემ.