04 ნოე 2019 12:14 15864

პეტრე ცაავას ბერძნულმა ეკლესიამ მღვდელმსახურება შესთავაზა

 

 

პეტრე ცაავას ბერძნულმა ეკლესიამ მღვდელმსახურება შესთავაზა. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომუნიკაცია ბერძენ ეპისკოპოსებსა და ყოფილ მეტროპოლიტს შორის უკვე შედგა.

გარდა ამისა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, სინოდის სხდომა გაიმართოს. პეტრე ცაავას თქმით, სინოდის სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება თუ, საპატრიარქოს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

"სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და თუ გადაიცემა საპატრიარქოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და თუ მათ ნამდვილად მიაჩნიათ, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს ამიტომ ერთსულოვნებისათვის ჯერ ერში და შემდეგ ბერში, მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას გამჭირვალოებისათვის" - აღნიშნა პეტრე ცაავამ.