05 ნოე 2019 15:55 11776

"დედა დამეღუპა და ვერ ვმარხავ - 22 ლარი ვაქვს პენსია ვეტერანებს"- ვეტერანები პარლამენტში მივიდნენ

 

 

 

ამ წუთებში, პარლამენტში მივიდნენ ვეტერანები, ითხოვდნენ ირაკლი სესიაშვილის ნახვას, თუმცა, როგორც "ესპერსონას" მასალიდან ირკვევა, ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. 

ვეტერანები ითხოვენ პენსიის გაზრდას:

"ცოლი მე არ მყავს, შვილი მე არ მყავს, დამაბერეს, ამ ნაძირლებმა, შეგვხვდნენ ჩინოვნიკები, საფრანგეთში რომ დაბრძანდებიან.

22 ლარზე ვართ დამოკიდებული, მიიღონ კანონი ჩვენს სესახებ, სანამ დროა.

უამრავი ვეტერანი დაიღუპა, მეც მალე მოვკვდები, ორი ინფარქტი მაქვს გადატანილი.

შეიძლება 22 ლარს რომ გიხდის სახელმწიფო ღირსებაზე იყოს საუბარი? ღირსეულად თუ არ გაგზარდე, წამოხვალ, იომებ? 22 ლარად წამოხვალ და იომებ?

გავიგონე, წეღან, ვიღაც ამბობდა, რატომ ამოუშვით პარლამენტში, გიჟები არიანო.

ახლა გვეუბნებიან არ ზის აქ სესიაშვილიო."

 

მეორე ვეტერანი:

"ავღანეში, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიბრძოდი, დედა დამეღუპა, პატივი მინდა მივაგო, დედა მინდა დავმარხო. ვითხოვ დახმარებას, დამეხმარნონ, რომ დედა დავმარხო"