08 ნოე 2019 21:30 528

"ვინც ზაფხულში სისხლში აბანავა რუსთაველის გამზირი, ის ზის დარბაზში და ჩვენზე ხორხოცებს"

 

 

ლევან ვასაძე, მედიასთან კომენტარს აკეთებს:

 

"ჩვენ ვდგევართ აქ მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავთ და ტრადიციებს.

ის ვინც სისხლში აბანავა ზაფხულში რუსთაველის გამზირი - ის ზის ზუსტად ახლა დარბაზში და ჩვენზე ხორხოცებს. ახლა რომელი პოლიციაც იცავს ამ ხალხს, ამ პოლიციას აბანავებინეს სისხლში ზუსტად რუსთაველი.

ჩვენ არ დავიღლებით, უკან არ დავიხევთ, ამ სოლიდარობის შემხედვარე, მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. 

პოლიციამ იძალადა ჩვენზე, დაგვცინა, გვირტყა. 

ვინც აქ რაღაცეებს ისროდა, ის არ იყო ჩვენი წევრი, ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანად.

ჩვენ დღეს ჩაგვაფურთხეს სულში, როგორ ვიფიქრებდი, რომ 9 აპრილს ვებრძოდი წითელ არმიას და 50 წელს მივაღწიე და ასეთი რამისთვის მომიწევდა ბრძოლა ხელისუფლებასთან.

პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ გახარიას და ყველა ძალოვან მისინიტრს"