08 ნოე 2019 21:35 3211

"ამ ხალხს (ანუ ქართველებს) ვეთაყვანებოდით და ვაღმერთებდითო?!"

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ერთმა ძალიან შეძლებულმა ჩვენმა მეზობელმა და ჩემმა პირადმა ნსცნობმს კაცმა იმ ერისა, რომლის საუკეთესო მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები თბილისში აღიზარდნენ და პიროვნებებად და შემოქმედებად ჩამოყალიბდნენ, ძალზე გაორებული გრძნობით, რომელსაც გაცილებით მეტი გაურკვევლობა და გაუცნობიერებლობა ედო საფუძვლად (აშკარად ვხედავდი მის სახეს და თვალებს საუბრის პროცესში), არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მითხრა (ძალზე დაკვირვებულმა და მცოდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა):

"ამ ხალხს (ანუ ქართველებს - დ.გ.-ს შენიშვნა) ვეთაყვანებოდით და ვაღმერთებდით?!"

 

... და ვერ დამალა მომენტალურად თვალებში გამკრთალი სასტიკი ცინიკური გაელვება, რომელიც მომენტალურად მოთოკა.“