08 ნოე 2019 21:39 823

„ტრადიციების მატარებელი მოქალაქეები გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე ეს რუსის რბილი ძალის წარმომადგენლები“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვასაძემ, სიამაყით აღნიშნა რომ:
ჩვენ ვინც დღეს ფილმის ჩვენებას ვაპროტესტებთო, 20 ივნისს (როცა ხალხი ოკუპაციასა და გავრილოვს აპროტესტებდა) იქ არ ვყოფილვართო და ეს ბიძინამ უნდა (ალბათ მეტად) დაგვიფასოსო.

გამაოგნებელი ლუსტრაციაა იმ ადამიანებისა, ვინც ქართულ ფასეულობებსა და ეკლესიას ამოფარებულები, არცკი მალავენ რომ ოკუპაცია არ აღელვებთ და ასე ერთგულად და ურცხვად უდგანან მხარში ამ პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმს.

ამ ბოლო დროს ქართული საზოგადოება მართლა დიდი შფოთის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, მაგრამ მჯერა, რომ მართლა პატრიოტი, მორწმუნეც და ჭეშმარიტი ქართული (ანუ მოწინავე და ცივილიზირებული) ტრადიციების მატარებელი მოქალაქეები გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე ეს რუსის რბილი ძალის წარმომადგენელი ბნელი ადამიანი.
ამიტომ საქართველო გაიმარჯვებს!“