08 ნოე 2019 21:47 553

"ამ ხალხს არც ოკუპაცია გაუპროტესტებია, არც მაკო გომურის თვალის დაკარგვა"

 

 

 

დავით ბერძენიშვილმა ტვ1-ში პირველი კომენტარი გააკეთა:

 

"მე არც ბილეთი მქონდა, არც შესვლას ვაპირებდი, არც პარტიის სახელით გავსულვარ.

ეს ხალხი, ვინც ახლა ამ ფილმს აპროტესტებს, არ მინახავს, მაშინ ოკუპაციას როცა ვაპროტესტებდით, არ მინახავს, მაკო გომურის თვალის დაკარგვის გამო შეწუხებულა.

ჯერ აბაშიძის დროს ასრულებდნენ აბაშიძის დირექტივებს, მერე სააკშვილთან იყვნენ, ახლა ოცნების დავალებებს ასრულებენ.

ხომ არ გგონიათ მთავრობა ამათ გააჯეჯილებს, გამოიყენებს ასე, რეალური ოპონენტების წინააღმდეგ და მორჩა.

იქ ადამიანებს სურდათ ფილმის ნახვა, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები არ დაუშვებენ შავრაზმელებს ქვეყანაში"