12 ნოე 2019 01:52 11696

"ვისთან შეთანხმებით მოქმედებს ცბიერი პეტრე ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ?"

 

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, ფოტოს და პოსტს აქვეყნებს:

 

 

:გახარიას დავალება, ეკლესიის მსახურებზე კომპრომატების შეგროვების შესახებ, რომ გახმაურდა  მავანმა ამის შემდგომ კომუნისტების დროინდელი უშიშროების მარტივ და გამოცდილ ხერხს მიმართა - "დააბრალე და მერე თვითონ იმართლოს თავიო"...



"პეტრე (რომელმაც ქვეყნის ცნობილ ცილისმწამებლებსაც კი ჩამოართვა პირველობა) ვითომ მამათმავლობის წინააღმდეგ, რომ ღაღადებს, ყველაზე დიდი პროპაგანდა სწორედ მან გაუწია ამ ფაქტს...

საზოგადოებისათვის  საეკლესიო საკითხებზე უარყოფითი მსჯელობები ძალიან მძაფრად აღიქმება.

"ცბიერმა" სწორედ ამიტომ, ამ ინსტიტუციაში სამსჯელოდ შემოიტანა მამათმავლობის  თემა. ეს იყო პროპაგანდის ხერხი. სურდა, საზოგადოების თუნდაც ნაწილს ეფიქრა, რომ თუ ეკლესიაშიც ხდება მსგავსი ფაქტები, თუ სასულიერო სფეროს ავტორიტეტული პირებისთვის ასეთი ცხოვრების წესი უცხო არ არის, რატომ არ უნდა იყოს დასაშვები ჩვეულებრივი მოქალაქისათვის?

 


ვისთან შეთანხმებით მოქმედებს ცბიერი პეტრე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინ ეხმარება ამის პროპაგანდაში და რა სარგებელს იღებს ამ მოქმედებისთვის ძნელი ამოსაცნობი არ არის...

ერთი რამე ავიწყდებათ ამ ბნელეთის მოციქულებს, ქრისტეს ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას...."