12 ნოე 2019 16:28 12967

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ისრაელში შექმნილი მდგომარეობის გამო, იქ მცხოვრები ქართველი ებრაელი, ექიმი და პუბლიცისტი ანა კოლ(შიმშილაშვილი) საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„საგანგებო მდგომარეობა ისრაელში!ემიგრანტებო, ადრიან დილიდან მოგმართავთ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, არ მეზარება!

ემიგრანტებო! 
განსაკუთრებით ვინც პირველად ხვდებით ისრაელის საგანგებო მდგომარეობას.
არ იცით ენა, ვერ უსმენთ ახალ ამბებს, ვერ იგებთ რას გთხოვენ! გთხოვთ დაიცვათ წესები თქვენივე თავდაცვისათვის. ყურადღებით იყავით. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს. 
არ შეხვიდეთ პანიკაში განგაშის ხმაზე, გაიქეცით იქეთ სადაც ისრაელელები გარბიან, მათ იციან სადაა თავშესაფარები, სავარაუდოდ საქართველოს საელჩოს ექნება ცხელი ხაზი, სადაც აგიხსნიან ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მითითებებს. 
თუ არა და გვკითხეთ, არაა სირცხვილი

ისრაელის მოსახლეობის რაოდენობა ამ რეალობაში 9 მილიონს გადასცდა! ისინი გვბომბავენ? - ჩვენ ვმრავლდებით!

1. იკითხეთ თქვენს ახლოს სადაა დაცული ტერიტორიები (ბომბაუბეჟიშები)
წინასწარ იცოდეთ.

2. არ შეხვიდეთ პანიკაში

3. არ დაიწყოთ ერთმანეთის მოკითხვა, ყველამ "უშველეთ" საკუთარ თავს, ამით დაიცავთ სხვასაც, ერთმანეთის დახმარება ქმნის მხოლოდ პანიკას და დრო არ გაქვთ: აშდოდში სულ 45 წამი გაქვთ სირენის ჩართვიდან, ცოტა არ გეგონოთ, თელ ავივს წუთ ნახევარი!

4. ქუჩაში ვინც მოხვდებით სწაფი რეაგირებით შეხედეთ რას აკეთევენ ისრაელელები და ისევე მოიქეცით

5.შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;

6.შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთხელები, თავზე ხელების დაფარებით თავს იცავთ ნამსხვრევებისგან, პატარებს გადაეფარეთ თქვენი სხეულით. ;

7.ტრანსპირტი, ავტომობილები - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთხელები;

8.სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი)უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ, სარდაფისკენ და სასურველია უფანჯრო ტერიტორიაზე;

9.სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ და ისევ, უფანჯრო ტერიტორიქზე;

10.დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

11.სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

12.დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;

13.თვალყური ადევნეთ მედიას ვინც იცის ენა, მოგვმართეთ ჩვენ, გამოცდილ ქართველ ებრაელებს შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.


.....14!!!!
და მთავარი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ღმერთი ჩვენსკენ!

რაკეტების წვიმა სამხრეთში და თელ ავივში. 
გაუქმებულუა სკოლები და საჯარო სამსახურები. 
სავაჭრო ცენტრები. 
მოთხოვნაა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრჩეთ სახლებში.

არაბები ისროდნენ და ისრაელის ღმერთი იცინის ებრაელებთან ერთად“