16 ნოე 2019 17:21 10731

„ეს იყო ბიძინას მიერ წინასწარ განსაზღვრული ვერაგი გეგმა... სამწუხაროდ ჩვენ ამას გვიან მივხვდით“

 

 

შსს-ს გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და პარტია “სამართლიანობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„რა ვაივიში ატეხეთ ტროლებმა და "მოსყიდულმა ქოცებმა" ნაცებთან როგორ დგახართ აქციაზეო. აქციაზე შეზღუდვა დავაწესოთ თუ საშვია საჭირო. თუ ყველაფრის მიუხედავად ასე უნდა იძახოთ, ასეთი გაქვთ დავალება და გულწრფელობის მანტიით გაჰკივიხართ ბიძინას მესიჯებს... აქციაზე გავიდე და სამართლიანად გავაპროტესტო ხელისუფლების მცდარი ნაბიჯები ვინმეს თანხმობა მჭირდება? თუ ნაცების გამოჩენისას დავტოვო აქცია?

 

მსგავსად, რომ იმსჯელოთ სწორედ ეგაა ბიძინას ტრიუკი. თქვენ ნებით თუ უნებლიედ ხართ ტრიუკის თანამონაწილე. თან თქვენს გულწრფელობას იყენებს ის...

და რა მოხდა რეალურად?

ბიძინამ თვითონ დააწინაურა ნაცები ხელისუფლების ყველა შტოში და შექმნა კოჰაბიტაცია. ამის მხილველს უკვირს ქუჩაში ნაცთან ვინმეს გამოჩენა თუ თვალს ძალით იბრმავებთ.

ეს იყო ბიძინას მიერ წინასწარ განსაზღვრული ვერაგი გეგმა... სამწუხაროდ ჩვენ ამას გვიან მივხვდით, ვერ შევამჩნიეთ სხვადასხვა სახის მანტიაში გახვეული ივანიშვილის ნამდვილი სახე. ეხლა, როცა მივხვდით და ვაპროტესტებთ აქამდე სად იყავითო გვმოძღვრავთ, რატომ აქამდე არ გააპროტესტეთო. როცა მივხვდი მაშინ გავაპროტესტე. შენ, შენ როდის დაინახავ რეალობას, რომ ისევ ბრმად არ ენდო? შენ თუ არ აპროტესტებ მე რატომ მიშლი ხელს და მიწუნებ ნაბიჯს. იქნებ ყველაფერსაც ხედავ მაგრამ მოსყიდული საუბრობ. იმიტომ გავჩუმდე, რომ შენ შემოსავალი არ მოგაკლდეს.

გავიგე...

მიგიხვდი...

გაღმა მედავები, რომ შენი არაგულწრფელობა და მოსყიდულობა გადაფარო...

არადა მაგ კაპიკებით სამშობლოს ყიდით... სარკეში, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ "ადამიანი", რომელიც საკუთარ ქვეყანას ყიდის...“