26 ნოე 2019 20:39 8515

"აქციაზე ბიძინას წმინდანის სახით ხატის ფორმატში გამოსახვა მკრეხელობად მიმაჩნია"

 

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ.საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"გუშინდელ აქციაზე ბიძინას წმინდანის სახით ხატის ფორმატში გამოსახვა მკრეხელობად მიმაჩნია... აქციაზე ყველას აქვს უფლება მივიდეს და თავისი აზრი გამოხატოს მაგრამ ვფიქრობ გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა და ამას ყველა მისი შინაგანი კულტურით და გემოვნებით ავლენს...


საუბარი, რომ აქციაზე მათ გვერდით არ უნდა იდგე - აზრს მოკლებულია. როცა აქცია რამოდენიმე ათასი ადამიანისგან შედგება და იქ მცირე ჯგუფი მკრეხელობას ჩაიდენს დანარჩენი ათასები სახლში ხომ არ წავლენ.
ასეთი მიდგომა ვფიქრობ არასერიოზულია. უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსად გამოხატული პროტესტის ფორმაზე სრულად პასუხისმგებელია თავად ის ჯგუფი ვინც ამას აკეთებს. ვემიჯნები მსგავს ქმედებას...

 

P.s. ხატის შექმნას თავისი კანონიკა აქვს და რეალურად კომპიუტერში, ფოტოშოპით აწყობილ ამ ნახატს ხატთან საერთო არაფერი აქვს..."