27 ნოე 2019 21:05 7508

"თან ჭკუას, რომ გვარიგებთ და თან სირაქლემას პოზაში, რომ ხართ, მაგ მდგომარეობას რა ჰქვია?"

 

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ.საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი. ეს გავიგეთ და ვთანხმდებით...

 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინსტიტუციების ნგრევა, რომ მიმდინარეობს ეს დანაშაული არ არის? დღეს ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა ვითარება, რომლის მოცემულობა ვეღარ ფარავს მხოლოდ ნაცების კრიტიკას...


არსებულ ვითარებაში ზოგირთები ჩუმად რატომ ხართ. ყველაფერს თავის სახელს რატომ არ არქმევთ და ბრძნად კი მეტყველებთ. თან ჭკუას, რომ გვარიგებთ და თან სირაქლემას პოზაში, რომ ხართ, მაგ მდგომარეობას და ასეთი საქციელის კაცს რა ჰქვია?

 

მე ნაცების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ადამიანის უფლებების დაცვას ვანხორციელებდი და ამისთვის მიწევდა ბრძოლა. ეხლაც მაგას ვაკეთებ... ამიტომ ზოგიერთნი ექსპერტობას ჩემთან მაინც მოეშვით და მე, რომ ღიად ვმოქმედებ მაგას მაინც ნუ მიწუნებთ ყურით მოთრეული არგუმენტებით.


თავს რატომ იტყუებთ? თქვენი ასეთი საქციელი მიტოვებს განცდას, რომ ამით რაღაცის გადაფარვას ახდენთ. თქვენს 700 თუ 1500 ლარიან ხელფასებს, იცავთ და უფრთხილდებით ეს გავიგე მაგრამ მენტორულად მაინც ნუ საუბრობთ. უხერხულობის განცდა იქონიეთ და გაჩუმდით მაინც..."