28 ნოე 2019 15:15 14280

"სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო" ეს ანდაზა არ გიყვართ ხომ, ბატონო ბიძინა?

 

 

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ.საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"იმედზე ბიძინას გამოსვლას ვუყურებ... სამარცხვინო გამოსვლაა...
გამოსვლა გამოსვლისთვის...
დაუკარგია ძალა, ეფექტი და ბრწყინვალება მის ბრძნადმეტყველებას. დამაჯერებლობაც გაუქრა სადღაც...
ვეღარ გვატყუებთ ბატონო ბიძინა?
იხტიბარს არ იტეხ მაგრამ სახელი კი გაიტეხე. ნახეთ ხალხმა რა დაგაქარგეთ ------ "ცრუ ბი ძი ნა"....

 

განაცხადეთ --- მართალია დაპირებული სიტყვა ვერ შევასრულეთ, გუნდიც დაზიანდა მაგრამ დაშლას მე გადავარჩინე. მიუხედავად ამისა დრამატულად ამას არ ვუყურებო.
რას ამბობთ, მაგ გუნდის დაშლა იქნებაა, ხომ "დაიქცა" ქვეყანა...

 

ვაახ, კაცოო შენ არ იყავი, რომ იძახდი იმიტომ დავბრუნდი გუნდის ერთიანობას საფრთხე ემუქრებოდა და ერთ წელში ყველა ხარვეზს გავასწორებო. ყველაფერს თავის სახელს დავარქმევო... სადააა ეგ დაპირება?
ვერ გაასწორეთ. პირიქით ხარვეზი ხარვეზს დაემატა და იარლიყად უპიროს სახელიც აიწებეთ...

 

საყვარელი ანდაზაც გაგვიმხილეთ "ზოგი ჭირი მარგებელიაო"...
"სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო" ეს ანდაზა არ გიყვართ ხომ... ჭირსა და უბედურებაზე იცით მარტო ანდაზები ბატონო ბიძინა?

 

ისევ ნაცების კრიტიკით გაგვართეთ. მათი
"მოღვაწეობა" ვიცით ისედაც. ეს ის შემთხვევაა რაც ნამდვილად კარგად ვიცით და განმეორება აღარ გვჭირდება. ამის პარალელურად წამოგცდათ თურმე მიშას არიგებდით როგორ მოქცეულიყო, რომ საზოგადოებაში "გაპრავებულიყო"... ბევრი არ ილაპარაკო კიდევ მეტი წამოგცდება...
ლალიაშვილთან კომფორტულად გრძნობთ თავს ხომ. ყველა კითხვაზე ხომ გაქვთ პასუხი? ინგა გრიგოლიასთან და სანაიასთან რატომ არ მიხვედით... ტრაპაიძესთან და ჟიჟილაშვილთან რატომ არ მიხვედით... "მიჭირხვნას" მოერიდეეთ. რეალობის თვალის გასწორებას მოერიდეეთ... სად დაიმალები, სად დაგვემალები. არჩევნებში მიიღებ იმას რასაც იმსახურებ რაც გინდა ტრიუკები ატარო...

ხალხთან დაპირისპირება არავის შერჩა, არც შენ შეგრჩება. არც ნაცებს დავაბრუნებთ და შენც დაგემშვიდობებით..."