02 დეკ 2019 20:41 980

რატომ ჩააკითხა "თავგასიებულმა" გუბაზ სანიკიძემ კიევში "სისხლისმსმელ ჯალადედინს"?

 

 

 

ქართველ ხალხზე იძულებით თავს მოხვეულმა კონტრრევოლუციურმა სახელმწიფო გადატრიალებებმა ქვეყანაში ჯერ შევარდნაძის ტირანია დაამყარა და შემდეგ - სააკაშვილის ნეოფაშიზმი. სწორედ, ამ პერიოდში გამოიზარდა ფინანსური ოლიგარქია, რომელსაც სათავეში უდგას ნომერ პირველი კაპიტალისტი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველო სრულ განადგურებამდე მიიყვანა.

ის, რაც ტელეკომპანია „იმედიდან“ ღიად განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, - „ვისაც აქ ცხოვრება და ყოფა არ მოგწონთ, საზღვრები ღიაა და მიბრძანდით უცხოეთშიო“, ეს იმის დასტურია, რომ ფინანსური ოლიგარქია ახორციელებს სტრატეგიას - საქართველო ქართველების გარეშე. ამიტომ ეს ტელემასალა უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იმის მტკიცებულება, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ეწევა სახელმწიფო ღალატს, რომლის მიხედვით, ის ქვეყნიდან აძევებს თავის მოქალაქეებს. საინტერესოა, სად აგზავნის?

 

ამასწინათ ყველამ ერთად ვიხილეთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საფრანგეთში რომ შეხვდა ფრანგ კოლეგას, მან პირდაპირ განუცხადა გომელაურს, რომ ისინი მკაცრნი იქნებიან ქართველების მიმართ და იშვიათ შემთხვევაში მისცემენ მათ თავშესაფარს. თუ ევროპის სახელით ასე ესაუბრებიან საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ სად ერეკება ქართველებს ეს გასაოცარი დემოკრატიის პირობის დამდები ივანიშვილი? საქართველოს მეზობლად, ახლო და შუა აღმოსავლეთში, ომებია გაჩაღებული. შემთხვევით, რუსეთში ხომ არა? თუ ევროპა კარებს გვიკეტავს და ამერიკაც, აზიაში ომებია, აფრიკაში ჩვენზე გაჭირვებულნი არიან. გამოდის, ერთადერთ გასაქცევს რუსეთისკენ ტოვებს. დასკვნა კი ისაა, რომ ფინანსური ოლიგარქია თავისი პოლიტიკანებით მიზანმიმართულად ახდენს ქართველი ერის დიასპორად ქცევას. თუ 1975-78 წლებში დემოკრატიულ კამპუჩიაში პოლ პოტის რეჟიმმა იარაღით დაიწყო კამბოჯელების განადგურება, ჩვენთან, როგორც ჩანს, უფრო ცივილიზებულ მეთოდებს იყენებენ და გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო საქართველოში ქართველების ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ. ეს ნუ გაუკვირდება ახლა სააკაშვილს, მის „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ წვრილფეხა პარტიებს, რადგან მათი აბსოლუტურ უმრავლესობას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებებში. კაკო ბობოხიძემ თავად აღიარა, ზვიად გამსახურდიას დამხობაში ვმონაწილეობდიო. დავითვალოთ, რამდენი მონაწილეობდა შევარდნაძის ტირანიის დამყარებაში. ამიტომ 1992-94 წლებში საქართველოდან იძულებული გახდა წასულიყო მილიონზე მეტი ქართველი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მარტო ერთ შევარდნაძეს კი არა, არამედ ყველას, ვინც მაშინ იყო ე.წ. სამხედრო და სახელმწიფო საბჭოში და ასევე, ე.წ. „იმედის“ პარლამენტის წევრი და მთავრობის წევრი, განსაკუთრებით 1992-95 წლებში. აი, ამიტომ არის, რომ თითქმის ყველა სტატიაში ვიმეორებ, რომ ისინი, ვინც 1992 წლიდან დღემდე რაიმე ფორმით რომელიმე ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, ყველა მათგანი პასუხისმგებელია იმ კატასტროფულ შედეგებზე, რაშიც საქართველო აღმოჩნდა დღეს. აი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ის, რომ ამ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა. გნებავთ მაგალითი? როდესაც 1959 წელს კუბაში გაიმარჯვა რევოლუციამ, ახალმა ხელისუფლებამ ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა ბატისტას ტირანული რეჟიმის ფუნქციონირებაში, პოლიტიკური მოღვაწეობა 25 წლით აეკრძალათ. ვინც საქართველოში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ აყენებდა თავის კანდიდატურებს შევარდნაძის ფსევდოარჩევნებში, მაგალითად, უზენაესი საბჭოს დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ მიიღო მონაწილეობა შევარდნაძის არჩევნებში. მან უღალატა ზვიად გამსახურდიას, მიატოვა უზენაესი საბჭოს დეპუტატობა და გადაბარგდა შევარდნაძის სამსახურში. საქართველოს რეალობაში სანიკიძეებს, ასათიანებს და მის მსგავსებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობა. თავიანთი პროფესიითაც კი არ უნდა იმუშაონ, რადგან ზოგი აღმოსავლეთმცოდნეა, ზოგი - ისტორიკოსი, ზოგი - იურისტი. ამ მოღალატეებს ისეთი პროფესიები აქვთ, მათი ახალგაზრდებთან მიკარება არ შეიძლება, რომ ლექციები წაუკითხონ, ტვინს მოუწამლავენ. აი, ნახეთ, „გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძემ და იაგო ხვიჩიამ რა უქნეს ახალგაზრდებს. წმინდა თამარ მეფეს, წმინდანებს თავები დააჭრეს და ზედ კაპიტალისტის სურათი დააკრეს. აბა, ეს რომელიმე მუსულმანურ სახელმწიფოში გაებედათ, რა მკაცრად დასჯიდნენ ამის ჩამდენ ადამიანებს!

 

 

ახლა ვეკითხები იმათ, ვინც ამ ახალგაზრდების გვერდით დგანან, უფროს თაობას, და თავი მართლმადიდებლები რომ ჰგონიათ. რატომ შეხედეს ამ ფაქტს ჩუმად, რატომ შეარჩინეს ამ ჯალალედინის მიმდევრებს ეს საშინელება. გამოდის, რომ არც თქვენ ყოფილხართ ქრისტიანები. პეტრე ცაავა, შენმა თვალებმა ეს ვერ დაინახა? ასეთი რამ VIII საუკუნის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ იყო „ხატმებრძოლთა მოძრაობა“. მაინცდამაინც თქვენი შვილების მოჭრილი თავებით უნდა იარონ ნეოლიბერალებმა? ახლა დავსვათ კითხვა, რატომ არიან დღევანდელი პოლიტიკანების შვილები ასე აღტაცებულები თავიანთი მშობლებით და რატომ მიყვებიან მათ გზას. რატომ და, ისინი კარგად ხედავენ, თავიანთი თანატოლების აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბესა და სიღატაკეში რომ ცხოვრობს. გიგა ბოკერიას შვილივით უცხოეთში ვერ წავა სასწავლებლად, რაც უნდა ნიჭიერი იყოს. გიგა ბოკერია სტაჟიანი პოლიტიკანია და ის იმპერიალიზმის გავლენის აგენტია. ამიტომ შვილს აძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოშიც ფუფუნებაში იცხოვროს და ლონდონშიც. აბა, დღევანდელი პოლიტიკანების შვილები, ახლა რომ რუსთაველზე ბილწსიტყვაობენ, 300 არაგველებისა და ცხრა ძმა ხერხეულიძეების ოჯახებში არ გაზრდილან. მათ თავიანთი მოღალატე მამებისა და დედების გზა უნდათ გააგრძელონ და უზრუნველად იცხოვრონ. სწორედ მათ მოახდინეს რუსთაველის პროსპექტის ოკუპაცია, ვითომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რაც ფარსია. მათ ხელისუფლების უზურპაცია უნდათ მოახდინონ.

 

 

გუბაზ სანიკიძემ ბოროტმოქმედ ექსპრეზიდენტს ჩააკითხა კიევში და საშველად უხმო, იმ პრეზიდენტს, რომლის სისხლიანი რეჟიმის დროს ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, შევარდნაძის ტირანიის დროს ამ საქმისთვის სპეციალურად ჰყავდათ მიჩენილი ადამიანი, რომელსაც, სპეცსამსახურების ტერმინით, „კრუხი“ ერქვა. თუ მათთვის სასურველი პატიმრებიდან საჭირო ინფორმაციას ვერ მოიპოვებდნენ, მას აუპატიურებდნენ. შევარდნაძის ეს მეთოდი გადაიღო სააკაშვილმა და მას უფრო მასშტაბური სახე მისცა. ვინც ამ საქმეს აკეთებდა, მთელი ცხოვრება ასეთი პატიმრები შევარდნაძეს და სააკაშვილს მუდმივ შიშში უნდა ჰყოლოდათ. ეს საშინელება მამაკაცების მიმართ არც საბჭოთა „გულაგში“ და არც ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში არ ხდებოდა. საბჭოთა ციხეებში, თუ საჭირო ინფორმაციას ვერ მიიღებდნენ პატიმარი კაცებისგან, კლავდნენ. სანიკიძე საშველად უხმობს ქართველი ერის ღირსების შემლახველ ექსპრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ცნობილი ციხეების დერეფნებში პატიმრებს დერეფნის ბოლომდე ცემა-ცემით დაჩოქილებს უნდა გაევლოთ. ზოგიერთი პატიმარი დერეფნის ბოლომდე ვერ აღწევდა. აი, ამ რეჟიმის შემქმნელ პრეზიდენტს ჩააკითხა გუბაზ სანიკიძემ, როცა ციხეებში გრძელვადიანი პაემნების დროს ჯერ პატიმარის მნახველ ქალებს აუპატიურებდნენ, თუ მოეწონებოდათ და მერე მიჰყავდათ ქმრებთან. ამ პაემანში თან 120 ლარს ახდევინებდნენ, სანიკიძე იმ პრეზიდნეტს უხმობს საშველად, რომელიც არის სექსუალური მანიაკი. ვინმეს ხომ არ დაავიწყდა, როგორც მაშინ იწერებოდა, სააკაშვილმა თავისი ერთ-ერთი მინისტრის ცოლიც არ დაინდო და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ალბათ, ევროპას ბაძავდა. არაგონის მეფეს ხომ ჰქონდა ასეთი უფლებები, რომ თავისი ქვეშევრდომების ახლად მოყვანილ ცოლებთან პირველი ღამის უფლებით ესარგებლა. არაგონის მეფის უფლებები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილსაც. სანიკიძე იმ პრეზიდენტს უხმობს საშველად, რომლის სისხლიანი რეჟიმის დროს, მატროსოვის ციხეში, მისი შვილის ტოლი ბიჭი, უკანონო პატიმარი, ობლობაში გაზრდილი ტაბახმელელი გიორგი იაშვილი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს, რომლის განწირული კივილი მთელ მატროსოვის ციხის პატიმრებს ესმოდათ. გიორგი იაშვილის წამების უშუალო თვითმხილველი პატიმარი ტანია „რასტოვსკაია“ (ის როსტოვიდან იყო და პატიმრები ასე ეძახდნენ) ცრემლით ყვებოდა, დეტალებში, თუ როგორი სისასტიკით მოკლეს 17 წლის გიორგი იაშვილი, ჯერ გააუპატიურეს და მერე მოკლეს. დაბოლოს, სანიკიძემ იმ პრეზიდენტს ჩააკითხა საშველად, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამიტომ ყველა ის პოლიტიკანი, ვინც სააკაშვილის მეორედ მობრუნებას ითხოვს და მისი იდეოლოგიის გამგრძელებელია, ისინი თავად არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. რუსთაველის პროსპექტზე მდგარი პოლიტიკანი მამებისა და დედების ამოცანაა მორიგი კონტრრევოლუციური გადატრიალებით კიდევ ერთხელ მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია. ხელისუფლება მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ემსახურონ იმპერიალიზმის ინტერესებს და დაიკმაყოფილონ კერძო ანგარება და სიხარბე. აბა, დააკვირდით, თუ რომელიმეს აქვს პოზიტიური პროგრამა და გეგმა. ერთადერთი, რითაც ისინი იტყუებენ მცირერიცხოვან ჯგუფს, ეს სააკაშვილის მიერ საქართველოდან გატანილი ფულია. შემთხვევით არ კითხეს პატიმარ მერაბიშვილს, დაესახელებინა იმ საბანკო ანგარიშების ნომრები, სადაც ეს ფულია გადამალული. აქციის მონაწილეები ვერ აკონკრეტებენ, რომელი კლასის ინტერესებს გამოხატავენ, ექსპლუატატორებისა  თუ ექსპლუატირებულთა ინტერესებს. მათი თვალთმაქცობა კარგად ჩანს იმაშიც, რომ ვითომ ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და ამ დროს, არაფერი ევროპული, სოციალური და შრომის ნორმის შემოტანა არ უნდათ საქართველოში.

 

 

ბესელია რომ გაკაპასებული ამბობდა, ნაცების მოსამართლე მურუსიძე არ უნდა დაინიშნოს უვადო მოსამართლედო და ვითომ ამის გამო რომ დატოვა უმრავლესობა, ახლა უსინდისოდ აცხადებს, რომ ნომერ პირველი „ნაციონალი“ ვარო, სამარცხვინოდ, „კმარელ“ აკო მინაშვილთან ზის ეთერში ნიკა გვარამიასთან ერთად. მისი თანამოსაქმეები - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, როგორც ჩანს, პირში ჩალაგამოვლებულები არიან, ამიტომ ამ ბოლო დროს გედევან ფოფხაძე წამდაუწუმ იგინება, ვითომ „ნაცებს“ აგინებს და სინამდვილეში, ეს ყველაფერი „ნაცად“ ქცეულ ეკა ბესელიას მისამართით არის. ფოფხაძემ ბესელიას ჭკუით იარა და ახლა აღმოჩნდა, რომ ამ პოლიტიკურად უგზოუკვლოდ სიარულში ბესელიამ თავისი საქმე გაიკეთა, კვლავ დაუბრუნდა ნაცმოძრაობას. რა, ოქრუაშვილის გვერდით არ იდგა? ხოლო გედევან ფოფხაძე წყალსა და მეწყერს შორის დატოვა და საითკენაც არ უნდა გადადგას ნაბიჯი ფოფხაძემ, მაინც ყველა ვარიანტში ჩაირეცხება. ამ რევანშისტებისგან მხოლოდ დიდ პანღურს მიიღებს. ასე იცის, ლევან გოგიჩაიშვილო, პოლიტიკაში რომ მიდიხარ და პოლიტიკური თეორიის რომ არაფერი გაგეგება. გეგონა, კერძო პიროვნული კავშირები იყო მთავარი, მაგრამ ერთი რამ ვერ განსაზღვრე, რომ იმპერიალიზმის ეპოქაში ბურჟუაზიული მორალი ლპება და ამ ლპობის პროდუქტებით მოწამლულები, თავიანთ გვერდით მყოფის ღალატით კარიერას იკეთებენ. რა სასაცილოა! გოგიჩაიშვილს ვინც იჭერდა, მისი ფრაქციის წევრი ბესელია იმათთან წავიდა. ახლა სად წახვალ, ლევან გოგიჩაიშვილო, სად დადგები? იმას იტყვი, რომ ნომერ მეორე „ნაციონალი“ ვარო. ამიტომ ჯერ უნდა ისწავლო პოლიტიკური თეორია და მერე წახვიდე პოლიტიკაში. შენ რევანშის შემთხვევაში ორი გზა გრჩება - ან გაქცევა მოასწრო და ან შეთითხნილი ბრალდებით ისევ ციხეში წახვიდე. მერე, ხომ არ გგონია, იქიდან მალე გამოხვალ, როგორ პირველ შემთხვევაში! დააკვირდით, ხალხო, როგორ იმუქრება გიგა ბოკერია ციხეებით. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გასწორდება გიგა ბოკერია. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის აბსოლუტური უმცირესობი ინტერესებს წარმოადგენს. იმ უმცირესობის, რომელიც იმპერიალიზმის კმაყოფაზეა. შესაბამისად, უმრავლესობის მორჩილებაში სამყოფად მას მოუწევს ფართომასშტაბიანი რეპრესიების განხორციელება, რადგან „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ძალოვან სტრუქტურებში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. და ბოკერიას ამ ახალი კადრების განადგურება უნდა ტერორის გზით. ბევრს გაუშვებს ციხეში. როგორც აქციაზე ერთ-ერთ პოლიციელს დაემუქრა, ციხეში ვერ გადარჩებიო, ბევრს კვლავ ისევ იმ მეთოდებით დახოცავენ, როგორც კორტების სპეცოპერაცია ჩაატარეს დემონსტრაციულად, ყველას თვალწინ, რომ ადამიანები მუდმივ შიშში ჰყავდეთ. ძალიან მებრალებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ნაცების გარშემო დაწანწალებენ, „ახალი თაობის წინააღმდეგობის მოძრაობა“ დაირქვეს. ჯერ ვინ აირჩია ახალი თაობის წარმომადგენლებად. ან რას უწევენ წინააღმდეგობას, კაპიტალიზს თუ იმპერიალიზმს? ან ვისი მეთაურობით მოძრაობენ. ერთი რამ კარგად გაიგონ. დღეს ისინი დანაშაულის იარაღს წარმოადგენენ. საქართველოს უახლეს ისტორიას გადახედონ, როდესაც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალების გზით შევარდნაძის ტირანიამ ხელისუფლება მოიპოვა და შეინარჩუნა, ამის შემდეგ 94-95 წლებში ყველა ის ახალგაზრდა განადგურდა., რომელიც იმ ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების უშუალო შემსრულებელი იყო. ერთი რამე კარგად გაიგეთ, ახალგაზრდებო, გურამ რუხაძე, შალვა დიღმელაშვილო, რომლებიც სანიკიძეების, ბობოხიძეების, ბურჯანაძეების, ნათელაშვილების და ჟორჟოლიანების შვილებთან დგახართ. დანაშაულის ორგანიზატორები დანაშაულის იარაღს ყოველთვის ანადგურებენ, როგორც სახიფათო სამხილს და მით უფრო, როცა ამ იარაღს ლაპარაკი შეუძლია. ამიტომ ერთი რამ იცოდეთ, რაც უნდა გააკეთოთ და ყინვაში ღამეები ათენოთ, თქვენ ძალაუფლებასთან არავინ მიგაკარებთ და არც მადლერების ნიშნად, სიმდიდრითა და ქონებით არავინ დაგაჯილდოვებთ. ღმერთმა დაგვიფაროს და რევანშის განხორციელების შემდეგ თქვენ, ის 94 და 95 წლები გელოდებათ. გირჩევნიათ, ყურად იღოთ ჩემი გაფრთხილება, თორემ ლევან ბერძენიშვილი ზუსტად ასე იძახოდა 91, 92 და 93 წლებში, იმ დაღუპული თაობების მისამართით, რომელთაც ბრმად იყენებდა - ესენი ჩვენი მომავალიაო, როგორც ახლა იძახის. და მერე, ტირანიის მეშვეობით, ამ ვითომ მომავალს, ზოგს ნარკოტიკით, ზოგს - ტყვიით და ზურგში დანით ბოლოს უღებდა ტირანია, რომელსაც თავად დიდი მონდომებით ემსახურებოდა. ლევან ბერძენიშვილი ცოცხალია და მზეს უყურებს, ხოლო ის გაბრიყვებული ახალგაზრდები, ზოგი უგზოუკვლოდ არის დაკარგული და ზოგი მიწაში წევს. გგონიათ, თქვენ ძმები ბერძენიშვილები სხვა უკეთეს მომავალს გიმზადებენ? თუ იმის იმედი გაქვთ, რომ დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი თქვენთან დგას? კარგად გაიხსენეთ, ჯაბა იოსელიანს შვილი აფხაზეთის ომში ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ ის ომიდან ცოცხალი დაბრუნდა და ასეულობით „მხედრიონელი“ კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. „მხედრიონელი“ კაკო ბობოხიძე ნეტა სად იბრძოდა, როგორც გადარჩა? ბევრი „მხედრიონელი“ მოკლული იქნა, „მხედრიონელთა“ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკომანი და ინვალიდი გახდა.

 

ახლა რუსთაველზე „გირჩი“ რომ დგას აქციებზე, მე, როგორც უსამართლოდ რეპრესირებულმა ჟურნალისტმა, მინდა გაგაფრთხილოთ, 2009 წლის 19 აპრილს, აღდგომა ღამეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიას, გვარამიას უშუალო მითითებით მატროსოვის ციხეში ე.წ. ქალთა ბუნტის დღეს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბაკლოსანი“ დაურიგეს ნარკომომხმარებელ პატიმარ ქალებს და ასევე დიდი რაოდენობით სპირტი შემოიტანეს ზონაზე, რომ ბუნტის პროვოცირებისას პატიმრები ნარკოტიკულ თრობაში და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, რათა დანაშაულობები ჩაედინათ. სპეციალურად დატოვეს 700 პატიმარი ქალი ციხის მორიგეების, უსაფრთხოების და რეჟიმის უფროსის მეთვალყურეობის გარეშე და ზონის რკინის კარები გამოუკეტეს. მაგრამ კიდევ კარგი, ნარკომომხმარებლები „ბედნიერების“ აბების მიღების შემდეგ ნეტარებას მიეცნენ და თავისთვის დაბორიალობდნენ. რეჟიმის მამები, ბოკერიები და ძმანნი მისნი, რუსთაველზე ვითომ პროპორცილ არჩევნებს რომ მოითხოვენ, თქვენ, ახალგაზრდებს, იგივე მეთოდებით არ დაგირიგონ ნარკოტიკი, თორემ მერე თქვენი პატრონი არავინ იქნება. ე.წ. ბუნტის შემდეგ ისინი უსინდისოდ ამტკიცებდნენ, რომ ბუნტის მონაწილეებმა სანნაწილის ოთახები დაარბიეს და იქიდან დიდი რაოდენობით სპირტი გამოიტანესო. პატიმარი ქალები მთვრალები იყვნენო. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ე.წ. „ქალთა ბუნტის“ ხელმძღვანელებს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება „ბაკლოსანი“ დაურიგეს, 20-20 წელი დაუმატეს და ყველაფერი მათ დააბრალეს. ახლა, ათი წლის შემდეგ ვეკითხები სააკაშვილებს, ბოკერიებს, მერაბიშვილებს, ღვინიაშვილებს, გვარამიებს, რომელთა მითითებით ხდებოდა ქვეყანაში ყველა უბედურება, რატომ დაგეგმეთ ე.წ. „ქალთა ბუნტი“, იმიტომ ხომ არა, რომ „მატროსოვის ციხეში“ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  ბევრად განათლებული და გონიერი ქალები იხდიდნენ სასჯელს, ვიდრე დღევანდელი ქალი პოლიტიკანები. რატომ დაურიგეთ ნარკოტიკული საშუალებები პატიმრებს, რატომ შემოიტანეთ სპირტი და მერე პატიმრებს რომ დააბრალეთ. თქვენივე სამსახურში მყოფი ტელევიზიებიდან რომ აცხადებდით, პატიმარმა ქალებმა მთავარი ექიმის კაბინეტი გატეხეს და სპირტი გამოიტანესო, მთავარი ექიმის კაბინეტის კარები და კედლები, სწორედ ციხის ბუნტამდე ამოქოლეთ და იქ საშვის გარეშე ვერავინ შეაღწევდა. კიდევ რამდენი რამ დააბრალეთ უბედურ პატიმრებს. ახლა კიდევ რუსთაველზე რას მოიფიქრებს ასეთი შავბნელი საქმეების დამგეგმავი ბოკერია და მისი გუნდი, კაცმა არ იცის. ასეულათასობით ადამიანი პირდაპირ უყურებდა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ხელი რომ დაარტყა. ამაზე მას პასუხი არ აგებინებს. ასევე პირდაპირი ეთერით ნახა საზოგადოებამ, ელენე ხოშტარია პოლიციის მანქანას რომ შეახტა და „კაპოტზე“ დაწვა. მატროსოვის ციხეში ასეთი „ძიშოვი“ რამ არცერთ პატიმარს არ უკადრებია. ერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ყველა დროის პოლიტიკოსს, სააკაშვილის რეჟიმის სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს, წყლით სავსე ბოთლი ესროლა ერთ-ერთმა ონავარმა პატიმარმა, ხოლო მეორე პატიმარმა ციხეების მინისტრს შაშკინს უკანალში სადგისი გაუყარა. დანარჩენი ქალები მხოლოდ „მიშა, წადიო“ იძახდნენ, ოღონდ ჩურჩულით. ბოლობოლო, რას ელოდება ეს უბედური „ოცნება“, როდის გამოაგზავნის დაქირავებულ სნაიპერებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან და თავისი ნამოქმედარი „ოცნებას“ დააბრალოს და ტრიუმფით აღადგინოს ნეოფაშიზმი? ის, რასაც სააკშვილის ნეოფაშისტური რეჟიმი პირველ სერიაში აკეთებდა, არაფრად მოგეჩვენებათ, ამ მანიაკმა კიდევ ერთხელ თუ ჩაიგდო ხელში ხელისუფლება. ტყულად კი არ დაწანწალებენ და დარბიან ბოქლომებით, მერე მთელ საქართველოს შებორკავენ და ბოქლომებს დაადებენ. ხატებს მოკვეთეს თავები, ჯალალედინივით და ასე იარეს ბიძინას სახლამდე. ბურჯანაძეებო, სანიკიძეებო, ნათელაშვილებო, ესენი თქვენი შვილები არიან, ხომ იძახით, ესენი არიან ჩვენი მომავალიო. ვაი, თქვენს პატრონს, ის არ უნდა შეგეძლოთ, რომ ხელი წაავლოთ ამის ჩამდენთ და მკრეხელობას გამოსტაცოთ ეს ურწმუნოები! ვეკითხები ბურჯანაძეს და ნათელაშვილს, მართლმადიდებლად რომ მოგაქვთ თავი, სანამ ამ ახალგაზრდებს ასი ათასი მოწამისათვის თავები არ მოუჭრიათ, არ უნდა გამოხვიდეთ და თქვენი გაფუჭებული თქვენივე ხელით არ უნდა გამოასწოროთ? თქვენ, ვინც დგახართ რუსთაველზე, დიდიან-პატარიანად ყველანი სისხლის სამართლის დამნაშავეები ხართ.

 

თურმე, როგორ გვატყუებდნენ 30 წლის წინ, კაპიტალიზმს ლამაზი ფერებით რომ გვიხატავდნენ, რაც ქართველი ხალხისთვის საშინელი ტანჯვის მომტანი აღმოჩნდა. აი, რა ძალა ჰქონია პროპაგანდას. აბსოლუტურად დამპალი საქონელი სრულიად ახალ პროდუქტად უნდათ შეასაღონ ქვეყანას. კრიმინალი სააკაშვილი გუბაზ სანიკიძემ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსიაო მთელს მსოფლიოში და სიყვარულით `თავგასიებულს~ მეძახდაო. უწიგნური ახალგაზრდები ამიტომ ახორციელებენ რევანშს. ვინმეს არ ეგონოს, რომ გუბაზ სანიკიძის შვილი ლევან სანიკიძე ვერ ხედავს, მამამისი რა გზას ადგას, ძალიან კარგად ხედავს, ისევე როგორც დავით ბერძენიშვილის შვილი - ზუკა ბერძენიშვილი, მაგრამ ესენი დაღუპული მშობლების დაღუპული შვილები არიან. ერთი ნიჭიერი მწერალია საჭირო, რომ ამ დაღუპული მშობლებისა და დაღუპული შვილების ტრაგედია მხატვრულად აღწეროს, ყველა პერსონაჟი ხომ სახეზეა.

 

 

ნანა სულავა

ალია

№44