02 დეკ 2019 20:50 349

„ქართული ოცნების“ აქტივისტები პიროტექტნიკას ესვრიან აქციის მონაწილეებს

 

 

ქართული ოცნების“ ოფისთან მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე იმყოფებიან , როგორც „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

აქციაზე დაპირისპირება რამდენიმეჯერ მოხდა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ქართულ ოცნებასთან მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც მათ პარტიის მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, 5 პირი დაშავდა. აქტივსიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესვრიან შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. რამდენიმე დაზარალებული ადგილიდან გაიყვანეს. პოლიციას აგრესიული პირები ადგილიდან გაჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია. აქტივისტები მოუწოდებენ პოლიციას, რომ დააკავონ ეს პირები.