02 დეკ 2019 21:04 10521

"ამათ ნებით ვეღარ "მოგლეჯ" სავარძლებს... გამოთქმა - "უნახავმა რა ნახა" აკვდებათ ზედ...."

 

 

პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ. საბჭოს წევრი, გენ.ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ქართული ოცნებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის ასეთი გულწრფელი დამოკიდებულების და გვერდით დგომის შემდეგ, როგორ მოახერხა ხელისუფლებამ და ისე როგორ დაშორდა თავის ამომრჩეველს, თავის ხალხს, რომ მინისტრები და პარლამენტარები ასეთი გაძლიერებული დაცვით დადიან...

 

რაც ტელევიზიით ვნახე ესაა მარაზმი...
იმის მაგივრად, რომ რცხვენოდეთ ასეთი გადაადგილება, პირიქით, თავმომწონედ ყელყერაობენ და სირცხვილის დერეფანში როგორც პოდიუმზე ისე დადიან... ისე შეიფერეს დაუმსახურებელი თაბამდებობები
ამათ ნებით ვეღარ "მოგლეჯ" სავარძლებს... გამოთქმა ---- "უნახავმა რა ნახა" აკვდებათ ზედ...."