03 დეკ 2019 03:51 1544

,,დეტალურად მოჰყვა თემირლანზე და კიდევ უფრო გამიმყარდა ეჭვი”

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში წერს:

,, ერთ სუფრაზე, ერთ ქალაქში, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბიჭები ვიჯექით, ყველაზე უმცროსმა, ( 22-23 წლის იქნებოდა ) თქვა რომ პანკისიდან იყო.

მივყევით მოვყევით და, ჩემგან დამოუკიდებლად თემირლან მაჩალიკაშვილზეც ჩამოვარდა საუბარი, რასაც გარდაცვლილების სადღეგრძელო მოვაყოლეთ.

ამ ბიჭმა ( სახელს არ ვწერ შეგნებულად ) რომელიც ვახას შვილის ბავშვობის ნაცნობ-მეგობარი და მათი მოყვარე აღმოჩნდა, დეტალურად მოჰყვა თემირლანზე. თანასუფრელებმა ათასნაირი კითხვები დააყარეს მაგიდის ყველა უმცროსს წევრს, თავიდან კითხვის დასმის საშუალება არ მომეცა. პრინციპში არც მინდოდა იმის დემონსტრირება რომ ცხოველი ინტერესი გამიჩნდა აღნიშნული თემის მიმართ.

თანამოსაუბრე იხსენებდა ყველა ნაბიჯს, ტყეში პირველი სიგარეტის პირველი ნაფაზის დარტყმიდან დაწყებული, მდინარეში ცურვით და იმით, დამთავრებული, რომ თემირლანს მხედველობის მხრივ უჭირდა.

ეს არც ინტერვიუ იყო და არც პროკურორის გამოკითხვა, სუფრაზე ოდნავ შეზარხოშებული, გულწრფელი საუბარი, საიდანაც ზოგჯერ იმაზე მეტს გაიგებ, ვიდრე აჩახჩახებულ სტუდიებში, ტელეკამერების წინ პოზიორობით გართული, ზოგჯერ არაგულწრფელი ადამიანებისგან.

ეს ბიჭი აქციებზე არ დადის, რიგი მიზეზების გამო, თუმცა კი თემირლანის ტრაგიკული გარდაცვალება, ძალიან სტკიოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და თემირლანის ახლობლები, ჩემს ფრენდლისტში არიან წარმოდგენილნი, ამიტომ მათ ვუხდი ბოდიშს, იმისთვის რასაც ქვემოთ დავწერ-

ძალიან ფრთხილად, წინადადებების არაჟურნალისტური წყობით, ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხე თანამოსაუბრეს, თუ იყო ფუნდამენტური ისლამის მიმდევარი და მის მეგობრს - თემირლანს რა დამოკიდებულება ჰქონდა თავისი წინაპრების რელიგიასთან, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და რომ ხეობაში ყველა ყველას იცნობს, რის გამოც ყველა ყველას ეკვეთება.

კიდევ ბევრი სხვა მომიყვა თემირლანზე ამ ახალგაზრდამ ( მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით მაჩალიკაშვილების ტრაგედიაზე )

აქამდეც დარწმუნებული ვიყავი, რომ თემირლანი, უდანაშაულო ბიჭი, ტყუილა უბრალოდ გამოასალმეს სიცოცხლეს და ამ საუბარმა კიდევ უფრო გამიმყარა ეჭვი, რომ საშიშ ქვეყანაში ვცხოვრობ.

მშობლების და ბავშვობის მეგობრებზე კარგად ადამიანებს ცოტა თუ გვიცნობს ახლო დისტანციაზე.

როდესაც ეს ხელისუფლება ქვეყნის მართვაზე სადავეებს დაკარგავს, პირველი რაც უნდა მოხდეს, მაჩალიკაშვილების ტრაგედიის გამოძიებაა !”