03 დეკ 2019 18:24 426

მოპარული უნიტაზი ნაპოვნია

 

 

უკრაინული სოციალური ქსელები გაახალისა სამხედროების ფოტომ, სადაც ნაჩვენებია დონბასში ნაძარცვი უნიტაზი, რომელიც რუს სამხედროებს ტანკზე აქვთ შემოდებული. აღნიშნულ ინფორმაციას Dialog.UA.

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ტანკზე ტუალეტის მთავარი ატრიბუტის გარდა შემოდებულია სხვა ნაძარცვი ნივთები, რომელიც კაბინაში ვერ ჩაეტია- სხვადასხვა სახის ყუთები, სკამები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ გემები, რომლებიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტს რუსმა სამხედროებმა ქერჩის ყურეში წაართვეს და შემდეგ დაუბრუნეს, გაძარცვული აღმოჩნდა. მათზე, ძირითადად, სწორედ საშხაპე მოწყობილობები და უნიტაზები იყო მოხსნილი.

ნიუპოსტი