03 დეკ 2019 19:08 450

"ოპოზიცია არ ჩქარობს მანდატების დატოვებას და საპარლამენტო კრიზისის შექმნას"

 

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ძალიან საინტერესო ამბავია ეს!
ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს უნდა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობის წინაშე დააყენოს!
არის თუ არა ზოიძის ეს ნაბიჯი ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასმა, თუ უფრო მეტია და საერთოდ, ნაწილია ამ გეგმის?!
მე არც სურვილი მაქვს და არც მჭირდება, რომ ვიმსჯელო...
უბრალოდ, შეგიძლიათ დაფიქრდეთ და თქვენეული ხედვა მოამზადით სამომავლოდ...))))
ისე, ოპოზიცია არ ჩქარობს მანდატების დატოვებას და საპარლამენტო კრიზისის შექმნას... ეტყობა, ელოდებიან, როდის დაჯდება ის, დეპუტატთა რაოდენობის გამომხატველი ციფრი, რომლის შემდგომაც მათ ქმედებას (და საერთოდ, არსებობასაც) აზრი ექნება....
როგორც ოქიტა იტყოდა, ჭიტააააააააააააააააააა....)))))"