03 დეკ 2019 19:26 300

"ეს ახალგაზრდების მშობლებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ"

 

 

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი:

"ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ? როგორ, ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება? ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანების შვილები, ზოგის ძმა, ზოგის და, რომელთა ოჯახის წევრები იყვნენ გაწამებულები 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში: წამება, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ამიტომ, ამ ადამიანებს ლოგიკურია ექნებათ რეაქცია და დამოკიდებულება. მე ყველას მოვუწოდებ განსაკუთრებული სიფრთხილით, ემოციების გარეშე, არსებობს ცივილური ფორმა, არსებობს ეთერი - დასხდნენ და იქ გაუწიონ ერთმანეთს პაექრობა”