03 დეკ 2019 19:41 2123

ვინ არის თეთრი ტოიოტა OTO 635-ის მძღოლი, რომელმაც დღეს დედა-შვილი გადაარჩინა?

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დავით ბაკურაძე, ფეისბუქზე წერს:

 

"წინასწარ გეუბნებით საღადაო პოსტი არაა, პირიქით...

ერთი საათის წინ უბანში დადიანზე გადასასვლელთან ასეთი სცენა ვნახე. გადადიან ახალგაზრდა დედა და 4-5 წლის ბიჭი, ცოტა გვიან მოუვიდათ, უკვე აინთო წითელი. პირველი ზოლის მანქანამ დაუთმო, მეორე ზოლის თეთრი ტოიოტაც აჩერებს, მაგრამ მესამე ზოლში აწყვეტილი მოდის შავი ბეემვე, ტოიოტამ შენიშნა და "რეზკად" გადავიდა მესამე ზოლში და დაიცვა ბავშვიანი ქალი.....ბმვ-ემ ზედ მის წინ მოასწრო "დატორმუზება"...

თეთრი ტოიოტა OTO 635, არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ მაგარი კაცი ხარ!..."

 

ვიმეორებთ,  თეთრი ტოიოტა OTO 635-ის მძღოლი, არ ვიცით ვინ ხართ, მაგრამ მაგარი კაცი ხართ!

ალია