03 დეკ 2019 20:14 10691

"ივანიშვილმა ძიძიგური დაიბარა და პირდაპირ უთხრა..."

 

 

სინამდვილეში რატომ დატოვა უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმა?

 

 

ექსკლუზიურად გეტყვით, თუ რატომ დატოვა უმრავლესობა ყველასთვის მოულოდნელად ზვიად ძიძიგურმა. როგორც წესი, ძიძიგური ასეთ დროს ძალიან ფრთხილია და რაღა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ ჰქონდა უმრავლესობიდან გასულიყო, მაგრამ...

„როგორც კი გუნდიდან რამდენიმე წევრი წავიდა, ივანიშვილმა ძიძიგური დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ მომდევნო არჩევნებში მისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის სიაში ადგილის გამონახვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ეს ადგილები ივანიშვილს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სჭირდებოდა. სწორედ ივანიშვილმა ურჩია ძიძიგურს უმრავლესობიდან ახლა გასვლა, რეგიონებში პარტიის გაძლიერება, რათა შემდეგ არჩევნებზე რაიმე შანსი ჰქონოდა. ამის შემდეგ გახდა ძიძიგური უმრავლესობის დატოვებაზე განცხადება გაეკეთებინა (თუ გახსოვთ, ყველაზე ბოლოს გააკეთა), სხვაგვარად, არჩევნების წინ გასვლა კონფლიქტს და იმას ნიშნავდა, რომ ის ივანიშვილს დაუპირისპირდა.. თვის ბოლომდე ძიძიგურს საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარეებს შეუნარჩუნებენ, ნაახალწლევს კი მათაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაშლიან და „კონსერვატორები“ იმისთვის იბრძოლებენ, რომ როგორმე მომავალ პარლამენტში სიით მაინც გაიყვანონ 2-3 კაცი. პარალელურად, კალაძის მიერ გაჟღერებული ამბავი, რომ „ოცნება“ კონკურენტს არ დაუყენებს იმ პარტიებს, რომლებიც არ ასოცირდებიან ნაციონალურ მოძრაობასთან, პირველ რიგში სწორედ ძიძიგურს ეხება და შეთანხმებაც არსებობს, რომ რამდენიმე ოლქში „ოცნება“ სწორედ „კონსერვატორებს დაეხმარება“, - გვეუბნება ჩვენი წყარო.

ასეა თუ ისე, ჯერ დიდი გადაჯგუფება აქტიურ პროცესშია და სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა, როგორ მიდიან პარტიები არჩევნებზე და ვის რა უნდა, მანამ დაბეჯითებით მტკიცება ძნელია, თუმცა, ყველა რომ თავისკენ ქაჩავს საბანს, ფაქტია.

 

 

 

ანი დვალიშვილი

ალია

№44