03 დეკ 2019 20:40 514

მოსწავლის დაჭრა 116-ე სკოლაში - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მოსწავლის დაჭრასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ახლახანს ჩვენთვის ცნობილი ხდება საგანგაშო ინფორმაცია. დღეს, თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მოხდა ის ტრაგედია, რისკენაც მიყავდა საქმე განათლების სამინისტროს თავისი უკანონო და ანტიხალხური ქმედებებით! სამინისტროს ზონდერ ჩინოვნიკთა ხელდასმით მართულ სკოლაში მოზარდი მძიმედ დაჭრეს სკოლის შენობაში და ახლა ცდილობენ საქმის ჩაფარცხვას და მიჩუმათებას!! მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება განათლების სამინისტროს, კერძოდ მის ზონდერ ჩინოვნიკებს. სწორედ ამ ადამიანებმა პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით განახორციელეს პოლიტიკური დევნა უფლებადამცველი პედაგოგის, ახლა საზღვარგარეთ მყოფი დავით ფერაძის მიმართ. ფერაძის სისტემიდან მოშორების მისაღწევად, უკანონოდ გაათავისუფლეს 116-ე საჯარო სკოლის კანონიერი დირექტორი დ.მეჭურჭლიშვილი, რომლის დროსაც სკოლამ მიაღწია საუკეთესო შედეგებს ყველა მიმართულებით! მის მიერ შექმნილმა კონტროლინგის სამსახურმა კი უზრუნველყო მოსწავლეთა მაღალი ხარისხის უსაფთხოება! ათი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი მძიმე კრიმინალური შემთხვევა არც ერთი საჩივარი! დღეს ყოველ კვირას ერთი საჩივარი მაინც შედის სამინისტროში მოქმედი ე.წ. დირექტორის უკანონო ქმედების გამო. სახელმწიფო სახსრების დატაცება, პედაგოგების ტერორი , მშობლების აბუჩად აგდება! მოსწავლეების დამსმენებად ქცევა! ბულინგი! ჩხუბი მასწავლებლებსა და დირექტორს შორის - აი ეს არის ყოველდღიური ნორმა სკოლაში! ეს ყველაფერი იცის სამინისტრომ მაგრამ არ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ „ნამესტნიკს“ მფარველობს ობერ ზონდერი „კერზაიას საქმის“ ფიგურანტი სამინისტროს მთავარი „სცენარისტი„ დავით ლომინაშვილი, კერზაიას მკვლელობამდე მიყვანის საქმეში მხილებული ზონდერი ნ. წამალაშვილი - იგივე "მორიელა". სამწუხაროდ, მათ ინტერესებს ატარებს ირინე აბულაძე - ნეპოტისტ ექსმინისტრ სანიკიძის დაჯგუფების წევრი, ხოლო მინისტსრი ჩხენკელი, რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ წესიერი ადამიანია - ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას! პსც უფლებამოსილია განაცხადოს და გააფრთხილოს სამინისტრო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე! თუ მინისტრი პრემიერ გახარიას დახმარებით არ მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას, არ დაიწყებს სისტემის წმენდას ზემოხსენებულ ჩინოვნიკთაგან, არ აღადგენს სამართალს 116-ე საჯარო სკოლაში, რაც, მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაშინ პსც იძულებული გახდება შეუერთდეს ოპოზიციურ ფრთას და დაიწყოს მზადება სკოლების საყოველთაო საგაფიცვო მოძრაობის დასწყებად"