17 ივლ 2017 14:01 88

ხაშურში მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.