17 ივლ 2017 14:14 304

ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და რეაგირებაც შესაბამისი იქნება

გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი, თათია დოლიძე მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო, მუქარის შემცველ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი წერს, რომ ეს არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულიცაა, რაზეც რეაგირებაც შესაბამისი იქნება. იგი მედიას და პოლიტიკოსებს მიმართავს, საკითხს პოლიტიკურ ელფერს ნუ მიანიჭებენ. 

"მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი.

პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის",-წერს თათია დოლიძე.