17 ივლ 2017 14:40 68

პრეზინდეტის ოჯახის ახლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პრეზინდეტის შვილისა და სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება საქალაქოს სასამართლოში სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.

თორნიკე კაჭარავა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ კაჭარავას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.

 

 

 

pirveliradio.ge