17 ივლ 2017 14:46 264

,,ქალის მიმართ უხამსობა ყოფილა ნამდვილი ქართული ქცევა…"

გაეროში ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დილიძის მიმართ „ქართველთა მარშის “ორგანიზატორების კომენტარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე ეხმაურება:

“ძალიან მიმძიმს იმ საკითხზე რომ მიწევს გამოხმაურება, როცა “პარტიოტიზმის”, მორალის და სამშობლოს იდეას ამოფარებულები თავს ესხმიან და ძალადობით ემუქრებიან ახალგაზრდა ქალს! . . ასე ყოფილა, ქალის მიმართ უხამსობა ყოფილა ნამდვილი ქართული ქცევა…

ის მაიმედებს, რომ ამ ქვეყნის იმედი და მომავალი სხვა ხალხია, რომელსაც ჩემს ირგვლივ ყოველდღიურად ვხედავ. გონიერი, შრომისმოყვარე, პატრიოტი ადამიანები, დღე და ღამე რომ მუშაობენ, ამ ქვეყანაში ყველა ჩვენგანმა ერთი ნაბიჯით წინ რომ წავიწიოთ, რათა რეალიზებული, განვითარებული, პროგრესული და ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადამიანები მეტი და მეტი იყნენ!

არც თათია დოლიძე არ არის მარტო და არც ამ ქვეყანაში თავისუფლების და პატრიოტიზმის ნამდვილი იდეა!“, – წერს გოგუაძე.