17 ივლ 2017 15:25 231

„ფაშისტურ-ურაპატრიოტული დიმპიტაური ვეღარ დატრიალდება, უნდა გაგაწბილოთ“

„საქართველოში 80-ანების ბოლოს და 90-იანების ქაოსი ვეღარ დაბრუნდება და ფაშისტურ-ურაპატრიოტული დიმპიტაური ვეღარ დატრიალდება, შეიძლება ქვეყანაში ყველაფერი იდეალურად ვერაა, ეკონომიკას უჭირს და პარტიების უმრავლეაობის განვითარების დონე 90-ანებშია ჩარჩენილი, შეიძლება საზოგადოებასაც ბევრი განვითარება სჭირდება, მაგრამ ჯამში ქვეყანა წინ არის წასული, თითქმის 30 წელი გავიდა, არცაა გასაკვირი.
მოკლედ, ვინც ელოდება მიტინგობანას დაბრუნებას, წმენდებს, შავ სიებს, პოგრომებსა და #ჩვენიდროდაბრუნდა სიტუაციებს, უნდა გაგაწბილოთ, სულ სხვა საქართველოში ხართ, ერთხელ უკვე წაიტეხა ქვეყანამ კისერი, მეორეს ვერ გაუძლებს, მეორეს არ დაუშვებს. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მენეჯმენტი ხშირად კოჭლობს და კანონი ბევრჯერ არ ვარგა, კანონი კანონია. მარშ კანონის დაცვისა და პატივისცემისკენ!“ - წერს გიორგი უძილაური.