17 ივლ 2017 15:44 302

თურქეთში ატრაქციონი ჩამოვარდა - ოთხი გარდაცვლილი

თურქეთის ცენტრალურ პროვინციაში ქალაქ კირშეხირში ე.წ ამერიკული ატრაქციონის ჩემონგრევისას 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 3 ბავშვია. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ატრაქციონი 5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ის ატრაქციონზე მყოფი ერთ-ერთი ბავშვის მამას დაეცა. გარდაცვლილი ადამიანის შვილი და კიდევ ორი ბავშვი ჰოსპიტალიზირებულია. გასართობი პარკის მენეჯერი და ატრაქციონის ოპერატორი დაკავებულია. გასართობი პარკი დახურულია. ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

pirveliradio.ge