17 ივლ 2017 16:08 986

"წინასწარ ვაცხადებ მომკლავენ..."

საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დამფუძნებელი მერაბ ფერაძე, რომელიც გასული წლის დეკემბერში სხვისი ქონების მითვისების მუხლით დააკავეს, საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პრეზიდენტის გარდა აღნიშნული წწრილის ასლები გადაეგზავნება ომბუდსმენს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის ადაიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და ტელეკომოპანია რუსთავი2-ის დირექტორს:

"ბატონო პრეზიდენტო: მე, მერაბ ფერაძე დაკავებული ვარ 2016 წლის 16 დეკემბრიდან. გამოკეტილი გლდანის ციხეში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

 

ვარ ლაგოდეხის რ-ნის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, ვერ დამიმორჩილეს, ვერ შემაშინეს, მიპოვეს სუსტი წერტილი, დამიხურეს ჩემი შ.პ.ს ,, საფინანსო კომპანია საქართველო“. პარლამენტის ერთი მანდატის გულისათვის არ დაინდეს არა მარტო ჩემი 5 შვილი, არ დაინდეს აგრეთვე 2648 ადამიანი, რომლების რიგებშიც არიან ყოფილი საქ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ახლანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვენეტაძე და საქართველოს სხვა წარჩინებული პიროვნებები, ყველაფერი მოაწყვეს კლასიკურად. 8 წლის განმავლობაში წარმატებულად მომუშავე კომპანია,რომელიც საქ. ტერიტორიაზე 16 სხვადასხვა ბიზნესს აერთიანებდა , ეროვნული ბანკის თანამშრომლების დახმარებით უკანონოდ და ყველა წესების დარღვევით 2016წლის 19 დეკემბერს გახადეს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი და მეორე დღეს დახურეს. ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასამართლო გამოძიებისას აღიარა დანაშაული, კერძოდ მან თქვა, რომ იცოდა თეორიულად დახურეს კომპანია, რომელსაც არავითარი კავშირი არ გააჩნია ჩვენ კომპანიასთან და ჩვენ კლიენტებთან. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი (რომელიც პრაქტიკულად ვიცე-პრეზიდენტი გახადეს 3 თვის შემდეგ, 2016წლის 22 დეკემბერს)არიგებდა განკარგულებებს, რომლებიც წარმოადგენდნენ 2 კატეგორიის კონფიდენციალურ მასალებს ჩვენი კომპანიის კლიენტებს შორის, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოგვიანებით გამოირკვა, რომ ვითომ ეროვნული ბანკის ვ/პრეზიდენტმა: არჩილ მესტვირიშვილმა დაუშვა დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა, რის შემდეგ შეაჩერეს სულ სხვა კომპანია. თავიანთი დანაშაულის გამოსწორების მიზნით მათ ჩაიდინეს კიდევ ახალი დანაშაული, უკვე გაკოტრებული და საფინანსო პოლიციაში დაპატიმრებული ჩვენი კომპანია 2016 წლის 15 ნოემბერს ა.მესტვირიშვილმა გვაღიარა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და მეორე დღით ისიც შეაჩერეს . ამ ყველაფრის სანაცვლოდ, წახალისების მიზნით 2016 წ 22 დეკემბერს ა. მესტვირიშვილი გახდა ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტი(მშვენივრად იმუშავა მაფიამ) ეს ის არჩილ მესტვირიშვილია, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინაც უქმნიდა პრობლემებს ჩვენს კომპანიას, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვაქვს განცხადებული პოლიციაში . ორივე არჩევნების პერიოდში ჩატარებულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა მაშინდელი საფინანსო პოლიციის უფროსის მოადგილე და ეხლანდელი მთ. პროკურორი ბატონი ირაკლი შოთაძე. ამჟამად საქმე წარმოებაში გადასცეს პროკურორს ივანე ოქროპირიძეს, რომელმაც გამოაჩინა თავისი პროკურორობის ტალანტი , აიღო და ჩვენი კომპანიის 1500 კლიენტი აღიარა დაზარალებულად . ნაწილმა ამის შესახებ ტელეფონის მეშვეობით გაიგო, რომლის ნაწილს ვადები არცკი ქონდათ გასული და თანხები შემოტანილი ქონდათ ქონების უზრუნველყოფით.

მე დამაკავეს იმ მოტივით რომ მომიძებნიდნენ რაიმე დანაშაულს, 5 თვის ძიების და გამოკვლევის შედეგად წამიყენეს ბრალდება, რომ მე მ. ფერაძე წავაქეზე ჩემივე კომპანიის დირექტორი თ. ლობჟანიძე და მან წაქეზებულმა მასესხა გარკვეული თანხა ჩემივე კომპანიიდან წლიურ 45% -ად, რომელიც მე ჩავდე არამომგებიან ბიზნესში.

პროკურორმა ვ. ოქროპირიძემ 1500 დაზარალებული მოიწვია მოწმედ. ჩვენც აგრეთვე შესაბამისად იგივე ხალხი დავიყენეთ მოწმეებად.

სასამართლო სხდომაზე პროკ.ი. ოქროპირიძეს შეექმნა პრობლემები, მან ვერ მონახა ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მე წავაქეზე თ. ლობჟანიძე რათა მას ჩემთვის გადმოეცა თანხები, კომპანია „საქართველოდან“.

გავიდა თითქმის 7 თვე, დაკითხულია მხოლოდ 100-მდე მოწმე,პროკურორმა დაიწყო განცხადების შეგროვება, თითქოსდა მოწმეები მიმართავენ მოსამართლეს,რომ არ სურთ სასამართლოზე ჩვენების მიღება, რაზედაც ჩვენ განვაცხადეთ პროტესტი რომ კანონის თანახმად ყველა მოწმე დაიკითხოს. ყოველ სასამართლო სხდომაზე პროკურორს მოყავს ერთი და იგივე ხალხის მასა, რომლებიც სასამართლო დარბაზში შეგნებულად ხმაურობენ და ითხოვენ მოსამართლისგან რაც შეიძლება მალე გამოიტანოს განაჩენი, რაც იწვევს სასამართლოში აჟიოტაჟს, მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვ მოსამართლე ლ.მსხილაძემ ხალხი გააჩუმოს, რათა მე ვერ ვიგებ ვერაფერს მე თვითონ ორჯერ გამომაძევა სასამართლო დარბაზიდან.

გლდანის ციხეში გამომკეტეს სრული ამ სიტყვის მნიშნელობით,დაჭერისთანავე მომათავსეს 1 კორპუსში, რაც ძალიან ახლოსაა საგამოძიებო ოთახთან ადვოკატთან შეხვედრის ადგილთან. შემდეგ მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და გადამიყვანეს 2 კორპუსში. ადვოკატთან ურთიერთობის პერიოდში მიწევს 200 მეტრის გავლა, რაც მიუღებელია, იმიტომ რომ გლდანის საპატიმროს ყველა პატიმარი მიცნობს და ხშირად მემუქრებიან , მაგინებენ, მპირდებიან ჩემს და ჩემი ოჯახის წევრების განადგურებას, რაზედაც მე არაერთხელ მივმართე როგორც ციხის უსაფრთხოების სამსახურს და დირექტორს და დარეგისტრირებულია არა ერთი ფაქტი ჩემი მუქარის და შეურაცხყოფის შესახებ. ვფიქრობ რომ ყველაფერი ეს არის მოწყობილი პროკურატურის მიერ, იმიტომ რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ყველაზე კარგი შედეგი არის ჩემი ფიზიკური განადგურება, მოსპობა გაურკვეველ ვითარებაში.

მაგალითად, 1 კორპუსში 6 კაციან საკანში ზის 3 პიროვნება, რომლებიც წარმოშობით არიან ჩემივე რაიონიდან ერთ ერთი მათგანი არის ჩემი ახლობელი, მე არაერთხელ მივმართე ციხის ადმინისტრაციას, რათა გადავეყვანე მათთან ერთად, სადაც უფრო დაცული ვიქნებოდი და არ დაჭირდებოდათ ჩემი დიდ მანძილძე გატარება , რაზეც მათ შემომთავაზეს ჩემს საკანში დამიყენონ ვიდეო თვალი.

ჩემი მიმოწერები სხვადასხვა ინსტანციებში არ იგზავნება ციხიდან, სასამართლოდან გამოძევების ბრძანება ვერ გავასაჩივრე იმიტომ მე მივმართე ადვოკატს, რომ ფოსტის საშვალებით მიმემართა თქვენთვის.

ციხეში მომსახურე პერსონალის თეთრი პერანგების და ჰალსტუხების მოწყობის გარდა არაფერი შეუცვლია. ტელევიზია: იმედის,შანსონის, ტნტ,გადაცემის „დომ-2“ ყურებით პატიმრების გამოსწორება ვერ გამოიტანს დადებით შედეგს. ჯანმთელობა თანდათან მიუარესდება, იყო შემთხვევები, როდესაც გონება დავკარგე და აპირებდნენ ჩემს გადაყვანის ქალაქის საავადმყოფოში მაგრამ შეგნებულად არგადამიყვანეს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთ აღნიშნული, დამეხმაროთ და გაითვალისწინოთ, რომ მე ამ პირობებში წინასწარ ვაცხადებ მომკლავენ და ყველაფერი გვიან იქნება, გთხოვთ, ჩემი განცხადება აიყვანოთ კონტროლზე, რათა ის შემდეგ ჩემი მკვლელობის გამოძიებისთვის გამოგადგებათ."- აღნინულია ფერაძის წერილში.

 

 

 

newposts.ge