17 ივლ 2017 16:11 352

რუსეთი სომხეთს რუსული ენის ოფიციალურად გამოცხადებას სთავაზობს

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინი სომხეთის ხელისუფლებას სთავაზობს რუსული ენის სტატუსი ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე იქნას გამტკიცებული იმისთვის, რომ სომხეთის მოქალაქე მძღოლებს რესპუბლიკის მართვის მოწმობის საფუძველზე რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. რუსეთის ტერიტორიაზე სომეხი მძღოლების უფლებების დაცვის საკითხი ვლოდინისა და არო ბაბლოიანის შეხვედრის დროს იქნა განხილული. ბაბლოიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნების მართვის მოწმობები, სადაც რუსული ენა კანონით ოფიაცილურად არის აღირებული მოქმედი იყოს რუსეთის ტერიტორიაზე სომეხი მძღოლების უფლებები შეიზღუდა,

ამის საპასუხოდ სომეხ კოლეგას რუსეთის დუმის თავმჯდომარემ რუსული ენის ოფიციალურად გამოცხადება შესთავაზე.

,,მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა განმყარდეს რუსული ენა როგორც ოფიციალური და ამის შემდეგ კანონის ნორმა ავტომატურად მოიცავს სომხეთის რესპუბლიკასაც,"- განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

 

 

 

pirveliradio.ge