17 ივლ 2017 16:11 394

„მათ უბრალოდ არ შეუძლიათ აზრის დალაგება, თუ იქ არაა სიტყვა "ყ@@ე", "მოვ@@ყან", "შე@@ცა", "ბოზი", "მამამიჯმული"

„ამ მარშელების ბილწსიტყვაობით კი აღვშფოთდით ყველა, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა რა არის იცით? ეს ხალხი არა მხოლოდ მეტყველებს ასე, არამედ ასე აზროვნებს. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ აზრის დალაგება, თუ იქ არაა სიტყვა "ყ@@ე", "მოვ@@ყან", "შე@@ცა", "ბოზი", "მამამიჯმული" და ა.შ. კიდევ კარგი საკუთარი ემოციების და იმპულსების ("ნააზრევის" მინდოდა დამეწერა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ძლიერი გადაჭარბებაა) განსიტყვებაც არ ეხერხებათ დიდად, თორემ აბა პერვერსიები იქ იქნებოდა თუ იქნებოდა.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მართლა ძალიან სერიოზული პრობლემაა ასეთი კონტიგენტის გეომეტრიული პროგრესიით მომრავლება მთელ სახელისუფლო, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში და ალბათ მადლობა უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ეს სტრუქტურები ძირითადად ჩვენი დევნა-თვალთვალითაა დაკავებული და არა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ზრუნვით. ამათ ჩვენ რა უნდა დაგვაკლონ და სახელმწიფოზე ზრუნვა რომ დაიწყონ, რა დღეში ჩააგდებდნენ ქვეყანას, ხო აზრზე ხართ? ერთი მარში მოაწყვეს და უკვე შედეგი გვაქვს უზარმაზარი.“ - წერს დავით ზურაბიშვილი.