17 ივლ 2017 16:16 839

ახალციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი, მისი მამა და შვილი ,,ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრებმა სცემეს-ენმ

ახალციხის სოფელ ურავლისში ,,ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბეგლარ კაპანაძესთან ერთად ნაცემია მისი 23 წლის ვაჟი და 80 წლის მამა.

როგორც ,,პირველ რადიოს" ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლდიერმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განუცხადა, თავდამსხმელები ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები არიან.

,,ქართულმა ოცნებამ" , როგორც მოსალოდნელია, ოღონდ ვადაზე ადრე დაიწყო ძალადობრივი მეთოდებით ოპონენტებთან გასწორება. აცნობიერებს ქართული ოცნება ,რომ ადგილობრივი არჩევნები მისთვის იქნება ყველაზე მძიმე რაც კი ჩაუტარებია და ამიტომაც დაიწყეს საჯაროდ და ღიად საკუთარი საჯარო მოხელეების მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოპონენტების მიმართ. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ადამიანებზე ვინც 2016 წელს ქართულ ოცნებას ამ სოფელში მოუგო არჩევნები. ამიტომ ჩვენ ველით უსწრაფეს რეაგირებას ცნობილი არიან ეს ადამიანები ისინი არიან საჯარო მოხელებიის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის კოპაძის ბიუროს უფროსია. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ განახლებული ,, ნაციონალური მოძრაობა" არავის ასეთ რამეს არ შეარჩენს ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად,"-აცხადებს ნიკა მელია,

 

 

pirveliradio.ge