17 ივლ 2017 16:23 300

კახელმა გლეხებმა ატმის ბაღების გაჩეხვა დაიწყეს

კახელი გლეხები ატმის ბაღების გაჩეხვაზე აქტიურად საუბრობენ. რამდენიმე ფერმერმა კი ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ, ერთერთი ფერმერის ადგილში რამდენიმე ათეული ატმის ძირი უკვე გაჩეხილია.

გლეხების თქმით, ბაზარზე ერთი კილოგრამი ვაშლატამას ფასი მხოლოდ 8 თეთრია, ხოლო ატამი 20-30 თეთრი ღირს. მიუხედავად დაბალი ფასისა, მოსავალი მაინც არ იყიდება.

გივი თევდორაშვილი, ფერმერი: "ერთ ყუთ ატამს 2 ლარად ვყიდით, თითო ყუთში 25 კილო ეტევა,ახლა გამოთვალეთ რა დაბალია ფასი. მაინც არავინ ყიდულობს ჩვენ მოსავალს და იძულებულები ვხდებით გაფუჭებული ატამი ნაგავზე გადავყაროთ, რომელ მოგებაზეა საუბარი, ბანკებიდან გვაქვს ფული აღებული და ვინ გადაგვივადებს პროცენტებს.
უკვე დაკრეფილი ატმის რეალიზაციას ვერ ვახერხებთ და რაღა აზრი აქვს კიდევ დაკრეფას, ყუთებში დალპობას, ჯობია ისევ ხეზე დავტოვო და იქ გაფუჭდეს".

გლეხები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწოდებენ, ატმის ბაზარზე მივიდეს და პირადად შეხვდეს ფერმერებს.

 

 

ipress.ge