17 ივლ 2017 16:39 365

მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდებიან

მკლავჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ნაკრების მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდებიან.

ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანი ჯაჭვლიანს ახალი და უკანონო ფედერაციის შექმნაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მას ამის გაკეთებაში ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც შეუწყო. მუსელიანისა და სპორტსმენების ბრალდებებს დღეს სოსო ჯაჭვლიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უპასუხეს. გოგოლაძემ განაცხადა, რომ მათ სამინისტროში არსებულმა ფედერაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. ჯაჭვლიანი კი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თუ მუსელიანსა და მის თანამოაზრეებს რაიმე სახის პრეტენზიები გააჩნიათ, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლოს მიმართავენ.

მკლავჭიდელები 24 ივლისს სპორტის სამინისტროსთან მკლავჭიდის ძველი ფედერაციის აღდგენის მოთხოვნით აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სექტემბერში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

 

imedinews.ge