17 ივლ 2017 17:08 395

"ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე, მოვაჭრეები ტყემლს ხარშვდნენ და ხანძარიც ამ მიზეზით გაჩნდა..."

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილი განცხადებით, დამწვარია 180 კვ/მ ფართობი. 

 

მისივე თქმით, ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს. 

 

"ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შეტყობინება შემოვიდა 15:15 საათზე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ტერიტორიაზე დროულად გამოცხადდნენ. ამ დროისათვის ლოკალიზებულია ხანძრის ძირითადი კერები. არ არსებობს ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება”, - განაცხადა დავით გელაშვილმა. 

 

საინფორმაციო პორტალი "მხარე" დაინტერესდა ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის მიზეზით. როგორც შესაბამის თემაზე ინფორმირებულმა პირმა გვითხრა, ხანძარი მოვაჭრეთა დაუდევრობის შედეგად გაჩნდა:

 

"დეზერტირების ბაზრობაზე, მოვაჭრეები ტყემლს ხარშვდნენ, როგორ ჩანს "საქმის წინ წაგდება" უნდოდათ. ტყემლის ხარშვის პროცესში, კლიენტი გამოუჩნდათ, აგიზგიზებული ცეცხლი მიატოვეს და ამ კლიენტს ემსახურებოდნენ. ამასობაში გაჩნდა ხანძარი. "

 

 

mkhare.ge