17 ივლ 2017 17:20 243

19 ივლისიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივლისიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19-20 ივლისს, საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 29-31 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება, 17-18 ივლისის ამინდის პროგნოზს, საქართველოს მასშტაბით სიცხეები შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ 36-38 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 35-37.

 

 

imedinews.ge