17 ივლ 2017 17:55 276

ევროპაში ცხენის ხორცის არალეგალური ვაჭრობის გამო 65 ადამიანი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცავებმა ევროპოლის თანამშრომლებთან ერთად, ათეულობით მოქალაქე ცხენის ხორცის არალეგალური ვაჭრობისთვის დააკავა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

გამოძიება 65 ადამიანს ცხოველებისადმი უხეში მოპყრობის, დოკუმენტების გაყალბების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს.

ირლანდიაში ჩატარებული კვლევის შედეგად, ჰამბურგერის მოსამზადებელი ხორცის 27 პროდუქტიდან 10-ში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ხორცის უმეტესობა საზღვარგარეთ გაიყიდა. 

პოლიციამ ჯგუფის ლიდერი ბელგიაში დააკავა. კვლევები და საგამოძიებო მოქმედებები მთელი კონტინენტის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

 

imedinews.ge