17 ივლ 2017 18:09 610

დღეს მე ვარ თათია დოლიძე!

დღეს მე ვარ თათია დოლიძე! რამეთუ მიმაჩნია, რომ ქათველობა ზრდილობისგან განუყოფელია და ქართველობის დაცვა ქართული ღირებულებების დაცვით იწყება, თუ არა და რას ვიცავთ გაუგებარი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

ზურაბიშვილი გამოეხმაურა „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დოლიძე ამ წუთებში შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით - ვადით  120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი - ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთ წლამდე.

 

 

1tv.ge