30 ივლ 2017 19:22 590

რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ჯეჯელავას? – „ჰკითხეთ, რატომ არ დადის „ჟიგულით“!

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ სამინისტრო ეროვნულ გამოცდებზე არსებული პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს. „ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, მაგალითად კონდიცირების კუთხით, თუმცა სამწუხაროდ, გამოცდა სტრესთან არის დაკავშირებული. საზღვარგარეთაც კი, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი, იქაც გვაქვს შემთხვევები, რომ აბიტურიენტები ვერ აგრძელებენ გამოცდაში მონაწილეობას. სახელმწიფო შესყიდვა რაღაც გარკვეულ შეზღუდვებს გვაკისრებს, იგივე კალმების ხარისხის მიმართულებით და სხვა, თუმცა ყველა პრობლემა წყდება. წლევანდელი პრობლემები მომავალ წელს იქნება გათვალისწინებული და გადაჭრილი“, - აღნიშნა მინისტრმა.

„ალიას“ განათლების და მეცნიერების ექსმინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა:

 

- აი, მართლა მარაზმის და სადიზმის გამოვლენაა, რომ ყველა აბიტურიენტი მაინც და მაინც ზაფხულში, პაპანაქება  სიცხეში შევყაროთ ერთ ოთახში და ასე ვაბარებინოთ გამოცდები. რა ხდება - კოლმეურეობაა? საბჭოეთში ვართ?!

მართლაც სამარცხვინოა,  როცა ასეთი ფუნდამეტური პრობლემები გვაქვს და გამოდის მინისტრი და გვესაუბრება კონდენციონერზე და პასტაზე. ანუ, რეალური პრობლემიდან გადააქვს  ყურადღება. ხაზგასმით ვამბობ - ერთიანი ეროვნული გამოცდები აფერხებს განათლების განვითარებას. ამოწურა თავისი თავი. არსებობს შინაარსობრივი, ფუნდამენტური პრობლემები და როცა მოგვარდება ეს, მოგვარდება იმ კონდენცირების და პასტის პრობლმაც.

- როგორ?

- როდესაც შემოიღებენ იმ სისტემას, რომელიც ჩვენ დავუწერეთ და დავუტოვეთ, როცა მოსწავლე თავად გადაწყვეტს - როდს ჩააბაროს გამოცდები - ოქტომბერში თუ  ივლისში, ეს მოაგვარებს პრობლემას. თავისთავად დალაგდება ყველაფერი.

- ერთი საკითხია - კალამი. როგორი წესითაც არ უნდა ჩავატაროთ გამოცდები, ყოველთვის დაგვჭირდება კალამი. მინისტრი ამბობს, რომ დაუწესეს გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც ვერ წყდება ეს პრობლემა, თქვენ, როგორც ამ საკითხში ჩახედული ადამიანი, ყოფილი მინისტრი, რას გვეტყვით, რამდენად ქმნის ბარიერს სახელწიფო შესყიდვები?

- ჩემი მინისტრობის დროსაც ვიყენებდით ამ კალმებს და როგორ გახსოვთ, იდგა ეს პროლემები? მოგახსენებთ –  ტენდერი მაშინაც ტარდებოდა. ამ საკითხს ვეკიდებოდით დიდი პასუხისმგებლობით, ბოდიში, მაგრამ  ბუნებრივია, თუკი კომისია ფეხეზე დაიკიდებს ტენდერის პირობებს, აირჩევს ყველაზე დაბალ ფასს და არ შეხედავს ხარისხს და ტენდერში გამარჯვეული კომპანიისგან არ მოითხოვს ხარისხის შეარჩუნებას, ბუნებრივია, მიიღებს  ამ შედეგს. სხვა რამეს რატომ ველოდებოდით?! ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერზე არ უნდა პასუხოსმგებლობის აღება?! ჩვეულერივ კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე - ვიღაც აგებინებს ყველაზე დაბალფასიანს, მერე ვიღაცასთან მიდის ატკატი, ხოლო სამინისტროში პროდუქტის  ნაცვლად მიდის ნაგავი. მაპატიეთ და, შეკითხვა მაქვს  ხელისუფლებასთან - საკუთარ ავტომობილებზე რომ აცხადებენ ტედერებს, მილიონებს  რომ ხარჯავენ, რანაირად ახერხებენ რომ ასეთ ტენდერეში „ჟიგული“ არ იგებს?! ვინმეს გინახავთ, რომ ამ მთავრობაში, ასეთი „ტენდერების მსხვერპლი“, რომელიმე უწყების წარმომადგენელი „ჟიგულით“ დადიოდეს. „ტოიოტაზე“ და „ლექსუსზე“ ნაკლები ავტომანქანით რომელიმე გინახავთ?! რა გამოდის, რომ აბიტურიენტი, მოსწავლე დაბალი ღობეა. აბა, სამინისტროებში ნახეთ, როგორი კარგი და ხარისხიანი კალმებით წერენ...

 

 

„ალია“, დიანა ლიპარტელიანი