11 აგვ 2017 13:56 726

რატომ დააიგნორა ივანიშვილმა თავისი თანაკურსელი?

რამდენიმე დღის წინ თამაზ მეჭიაურმა სოციალურ ქსელში ოპოზიციურ პარტიებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. გავერთაინდეთ, მხოლოდ ასე შევძლებთ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებასო. დღეს ყოფილი პარალმენტარი თავის განცხადებას უფრო აკონკრეტებს:

„დაზუსტებისთვის...
დაქსაქსული ეროვნული ძალების გაერთიანება მოსახლეობას გაუადვილებს არჩევანს-
ვინც ნატოში ხედავს ხსნას,არჩევანს გააკეთებს ქვეყნის გარედან მართულ "ქართულ ოცნებასა"და სხვადასხვა სახით წარმოდგენილ "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ხოლო ვისთვისაც ჯერ ქვეყანაა და მერე ნატო, მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება და ხმას მისცემს ეროვნულ ძალას, რომელიც არ იქნება ქვეყნის გარედან მართული და მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული...
P.S. ასეთი გაერთიანებისთვის ხელის შეშლა, ნებსით, თუ უნებლიედ, ყველას გვხდის იმ კატასტროფული შედეგების თანამონაწილედ, რასაც ეს ქვეყანას მოუტანს...“

მეჭიაურს მალხაზ (ანტინაცი) ძიძიგური საპასუხოდ უწერს:

„--თამაზ მეჭიაურს დღეს ნებისმიერ ოპოზიციონერ ადამიანზე ბევრად მეტი პიროვნული რეიტინგი გააჩნია, გაუწიონ უნდა ამას ანგარიში!
--ვინძლო, გაითვალისწინონ თამაზის მოწოდებას!
-----------------------------------------------------------------------------------
--ვერ მომიწონებია ბიძოსთვის ამ კაცის--თავისი თანაკურსელის იგნორირება.“