12 აგვ 2017 19:29 425

„გულს ნუ გაიტეხ ბატონო ნუკრი,  თქვენი ყოველი დამარცხება ქვეყნის გამარჯვებაა“

„დიდი სარდალი დამარცხებებში იგრძნობაო! ოცდაათი ბრძოლა წამოიწყო აურელიანო ბუენდიამ და ოცდაათშივე დამარცხადა. წარმოგიდგენიათ, რა ვაჟკაცი უნდა იყო ადამიანი, ოცდაცხრაჯერ წააგო და ოცდამეათეჯერ გადაეშვა ბრძოლაში. აბა, დავით აღმაშენებლის გმირობა რა მოსატანია, რამდენიც წამოიწყო, იმდენი მოიგო. 
აურელიანო ბუენდიას საქმის დიდი გამგრძელებელია დეპუტატი ნუკრი ქანთარია. ბატონმა ნუკრიმ ბოლო დამამცირებელი დამარცხება ცოტა ხნის წინათ იგემა, მაგრამ გმირულად გადაიტანა. 
თუ კი მარკესის გმირს ხელში ხმალი ეჭირა, ბატონ ნუკრის და პარლამენტის განათლების კომიტეტის დეპუტაციას კალმები ჰქონდათ მომარჯვებული. დიდგორობის დღესასწაული ოფიციალურად უნდა დავაწესოთ და 12 აგვისტო უქმე დღედ უნდა გამოვაცხადოთო. ამ იდეას მთელმა საოცნებო უმრავლესობამაც აუბა მხარი. მთავრობამაც. ორი მოსმენით მიიღო პარლამენტმა კანონი და ბოლო, წერტილ-მძიმის მესამა მოსმენაღა იყო დარჩენილი, მაგრამ მთავრობა-პარლამენტს გარედან თითი დაუქნიეს და ბატონი ნუკრი კიდევ ერთხელ გმირულად შეეგუა მარცხს. კანონის მიღებაზე უარი თქვეს. 
ბატონ ნუკრის არ სჩვევია ფარ-ხმლის( იგივე საწრ-კალმის) დაყრა. იგი კვლავ მზად არიის მორიგი დამარცხებების ვაჟკაცურად გადასატანად. 
დღეს დიდგორობაა. ჯერ ისევ არაოფიციალური და არაუქმე. 
გულს ნუ გაიტეხ ბატონო ნუკრი. 
თქვენი ყოველი დამარცხება ქვეყნის გამარჯვებაა“ - წერს რომან გოცირიძე.