12 აგვ 2017 19:38 1473

რა თქვა გივი ბერიკაშვილის სამძიმარზე ივანიშვილმა და რატომ გამოიცვალა ნომერი?

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ძველი მეგობარი დააიგნორაო, რაც მეჭიაური „ოცნებას“ გაემიჯნა, მას შემდეგ სულ ამას ამბობენ. ახლაც, ბოლოს რამდენიმე დღის წინ მას სოციალურ ქსელშიც კი დაუწერეს - „ვერ მომიწონებია ბიძოსთვის ამ კაცის--თავისი თანაკურსელის იგნორირება.“ რას ერჩოდა ივანიშვილი თამაზ მეჭიაურს და რატომ „აიგნორებს“, „ალიას“ ამ კითხვას თამაზ მეჭიაური ასე პასუხობს:

 - მე მგონია, ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ ყველას მიმართ მოახდინა დისტანცირება და ვერ გეტყვით, რომ ჩემს მიმართ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ის მართლაც აპირებდა დისტანცირებას და მართვაში აღარ ჩარევას, ეს გასული წლის ბოლოს, არჩევნების შემდეგ თქვა. მას შემდეგ ბიძინას ერთხელ შევხდი, ბატონი გივი ბერიკაშვილის სამძიმარზე და მასთან კონტაქტი მეტჯერ აღარ მქონია. ტელეფონის ნომრებსაც რომ გამოცვლიდა, ესეც თქვა, ასე რომ ჩემთვის მისი დისტანცირება უცხო არ არის. მართლაც შეიცვალა ნომერი და ყველას გაერიდა.

„ალია“, ნინო ლაბარტყავა