12 აგვ 2017 23:41 493

„კეთილი ინებონ და ხელი გაანძრიონ, არა ბიჭო ბიძინა და ხელისუფლება ჩაუჯიბავსო ფულებს“

„ადამიანების რამე ხისტ შეფასებას მუდმივად ვერიდები მაგრამ, ცოტა მკაცრად მინდა შევაფასო ეს პრობლემა და, ამიტომაც ასე ვიტყვი: ხომ წარმოგიდგენიათ რა უტიფრად იქცევიან ხელისუფლების ის მხარდამჭერები, რომლებიც საზოგადოებას მოძღვრავენ რომ, კეთილი ინებონ და ხელი გაანძრიონ, არა ბიჭო ბიძინა და ხელისუფლება ჩაუჯიბავსო ფულებს.

ტიპიური უტიფრული ცინიზმი. 

მოსახლეობის რაღაც მცირე ნაწილი შესაძლოა ზარმაცი იყოს მაგრამ, ვისაც არ სძინავს და დღედაღამ შრომობს, ხო თავზე გადასდით შემოსავალი. 
მაგ ბიძინამ და მისმა ხელისუფლებამ, კახელ მევენახეებს რატომ არ მისცა დანაპირები 1 ლარი ყურძენზე, ანუ თვითონ რასაც დაჰპირდა?! მაღაროელებს რითი დაეხმარა და რა გაუმჯობესდა მათთვის, რასაც დაჰპირდა?! ხალხი თურქეთში დადის სამუშაოდ აქ რომ არაფერი აქვთ. იქ თუ მუშაობენ, აქ ვერ იმუშავებდნენ სამუშაო რომ იყოს თუ?! რეგიონებიდან თბილისში რომ ჩამოდიან ტაქსზე, მშენებლობებზე და თონეებში სამუშაოდ, აქ თუ მუშაობენ გაუსაძლის სიცხეში, იქ რატომ ვერ იმუშავებდნენ ნორმალურ შემოსავლიანი სამუშაო რომ ჰქონდეთ?!
ხოლო ბიძინა და მისი ხელისუფლება ვისაც „უჯიბავს“ და ფიქტიურად ჰყავთ დასაქმებულები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორც მაქვს ინფორმაციები: საკუთარი პარტიული მუშაკები, ახლობლები, მეგობრები და ე.წ. „ნაშებიც“ კი, მათ რაში უხდიან ფულს?! უსაქმურობაში და ფეხის ფეხზე გადადებაში. როგორც უთქვამთ ზოგიერთი საერთოდ არ დადის სამსახურში და ისე ერიცხება ბარათზე ხელფასი, ან თვეში რამდენჯერმე თუ გამოივლის. ეგენი მაგრად მუშაობენ ხო?! 

აი ასეთი ადამიანები გამოდიან და, ასე ურცხვად, უტიფრად უკითხავენ მორალს მათ შორის იმ გლეხებსაც, რომლებმაც მთელი წელი იშრომეს და, რომლებსაც ყურძენი, ატამი, ვაშლი, ციტრუსი, ბოსტნეული და ა.შ. და ა.შ. ადამიანურ ფასში რომ ვერ გაუყიდიათ.

ანუ თურმე ბიძინა და სახელმწიფო რა ვალდებულები ყოფილან ასეთ ადამიანებს დაეხმარონ და, ამის პარალელურად, საკუთარი აქტივისტები, ახლობლები და უკაცრავად და ე.წ. „ბოზები“ რომ დაუსაქმებიათ სახელმწიფო სამსახურებში თურმე ეგ არაუშავს“ - წერს ფინანსისტი გიორგი ჩახაია.