12 აგვ 2017 23:58 1096

„სიკვდილთან მებრძოლი ლომი, ახლა თეთრ პალატაში მეფურად წევს“

„ყველა დიდი მწერალი უმრავლეს შემთხვევაში ადრე კვდება. ალბათ იმიტომ, რომ თავისი სიკვდილით შესაძლებლობა მისცეს საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების თანამოკალმეებს უფრო უსირცხვილოდ მოითბონ ხელი ამქვეყნიურ სიამოვნებათა ცეცხლზე. ამიტომაც ვერ იტანენ ცოცხალ დიდ მწერლებს.“
ოთარ ჭილაძე
თითქოს ყველაფრის პასუხია ამ გამონათქვამში; მაგრამ ხალხის პროტესტი უკიდეგანოა! 
სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ახლა, ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის...
ჩვენგან ნასროლი ბილწი, ტყვიადქცეული სიტყვა პოეტის გულს და ტვინს დავუმიზნეთ... 
ვაი, ჩვენს პატრონს! ვაი, იმ საქართველოს, სადაც პოეტებს კლავენ!
ჯანსუღის ერთ სტრიქონად ვერღირებულო მკვლელებო! მიაღწიეთ მიზანს, რითაც შურსა და ბოღმაში ამოაწეთ თქვენი ბინძური კალამი და საკუთარ თავს განაჩენი თქვენივე ხელით დაუწერეთ! 
ამ განაჩენის სახელია - ხალხის სიძულვილი! 
სიკვდილთან მებრძოლი ლომი, ახლა თეთრ პალატაში მეფურად წევს და შუბლზე ამოკაწრული აქვს პასუხი ყველასადმი და ყველაფრისადმი: 
„მთავარი მაინც სამშობლო არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“!!!!“ - წერს თამო ჯაფარიძე.