13 აგვ 2017 02:08 2223

,,ილია მეორეს მოსკოვში გაუჩინეს სერიოზული შემოსავლის წყაროები, მან კი მწვანე შუქი აუნთო რუს ოკუპანტებს”

დავით ნებიერიძე ,,რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება:

,,ის, რომ ილია მეორე და წმინდა სინოდი პირში წყალჩაგუბებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული ეკლესიის განდევნის ფაქტზე და იქ რუსულ-КГБ-შნიკური მართლმადიდებლური ეკლესია ბატონობს, სწოროედ ამ ტიპის გარიგებების საფუძველზე ხდება. ამ ფარული კომერციულ-მაფიოზური შეთანხმებების საფუძველზე ილიას მოსკოვში გაუჩინეს სერიოზული შემოსავლის წყაროები, მან კი მწვანე შუქი აუნთო რუს ოკუპანტებს და მის მთავარ იარაღს - რუსეთის საპატრიარქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოკლედ და მარტივად, რომ ვთქვათ 30 ვერცხლად გაგვყიდა მთელი საქართველო. ეს რესტორანი მხოლოდ ზღვაში წვეთია.”