13 აგვ 2017 05:20 954

ვინ არიან რუსი ,,პრანკერები”, რომლებმაც მღებრიშვილი სკანდალში გახვიეს

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა მღებრიშვილის სკანდალური აუდიოჩანაწერი, სადაც ის როგორც თავად ჰგონია, უკრაინის შს მინისტრს ესაუბრება და ეუბნება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება ქართულ მხარეს არ უნდა.

(იხილეთ ჩანაწერი)

რეალურად, შს მინისტრი ,,პრანკერებმა” მახეში გააბეს!

რუსი "პრანკერების" ვლადიმერ კუზნეცოვის და ალექსეი სტოლიაროვის თქმით, ისინი არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრნენ ტელეფონით, არამედ საქართველოს შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილსაც.

ამის შესახებ "პრანკერებმა" გამოცემა kp.ru-სთან ისაუბრეს.

"ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, ის ბათუმში ისვენებდა, თავი უკრაინის შს მინისტრად არსენ ავაკოვად წარვუდგინეთ. ვუთხარით, რომ უკრაინაში სააკაშვილი ჩამოდის და მზად ვართ, ის თბილისს გადავცეთ. "ეს ადამიანი აქ, რა ჩემ *** გვჭირდება", - გვითხრა მინისტრმა, თუმცა განაცხადა, რომ ინფორმაციას პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გადაამოწმებდა სჭირდებოდა თუ არა მას მიშა, მან გადმოგვცა შემდეგი სიტყვები: "თუ შეიძლება, ეს ქვეშაფსია არ გამოგვიგზავნოთ. დარჩეს მაწანწალად!", - ჰყვება სტოლიაროვი.

მანამდე პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილთან ლაპარაკის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნეს. "მე წარვუდგინე თავი როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ფილატოვმა და ვაწვდიდი მას სხვადასხვა ინფორმაციას. ვეუბნებოდი რა პირობები უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ სტატუსი დაიბრუნოს და ა.შ.", - აცხადებს პრანკერი.

პრანკერები ცნობილები არიან სხვადასხვა პოლიტიკოსების დისკრედიტაციით, მათ ფართო წრეებში რუსული სპეცსამსახურების პროექტად განიხილავენ.