04 სექ 2017 15:02 61442

3 მილიონ ნახევარი ევრო- ქართველი მეცნიერი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

 ქართველი მეცნიერის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება

 

ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა.

 

3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ.

 

ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.