07 ოქტ 2017 19:37 4291

ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა. 

ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი იყო. ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი. არის რამდენიმე ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი. 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. 15 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

იყო საბჭოთა კავშირის (1988) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი მეცნიერების დარგში. დაჯილდოვებულია მრავალი ორდენითა და მედლით. 

„ალია“ მწუხარებას გამოთქვამს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.